საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა კულტურული დიპლომატიის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს

ამბები
საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა კულტურული დიპლომატიის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს
ამბები

საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა კულტურული დიპლომატიის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს

2 ოქტ

erimedia_ravk/NLAknoVVg.jpeg

საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენციის - "თანამშრომლობა მტკიცე პარტნიორობისთვის" ფარგლებში, ღონისძიების მონაწილეებმა კულტურული დიპლომატიის შესახებ ისაუბრეს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

პანელური დისკუსიის მსვლელობისას, საქართველოს საპატიო კონსულებმა ყურადღება გაამახვილეს კულტურული დიპლომატიის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში ამ მიმართულების განვითარებისთვის არსებულ პერსქპეტივებზე.

ხაზგასმით აღინიშნა ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების გამოყენების აუცილებლობა, მათ შორის მსოფლიოს მასშტაბით ქართული ენის, როგორც ქართველი ხალხის იდენტობის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაჩვენებლის პოპულარიზაცია; ასევე ქართული კინოს წარდგენა საერთაშორისო აუდიტორიისთვის; თბილისის სხვადასხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიების გამართვის პლატფორმად გამოყენება.

მონაწილეებმა ისაუბრეს კულტურული დიპლომატიის განვითარების კუთხით, საქართველოში არსებულ მაღალ პოტენციალზეც.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე საქართველოს 64 ქვეყანაში, 85 საპატიო კონსული ჰყავს.

საპატიო კონსულის ინსტიტუტის მიზანია, წარმდგენი ქვეყნის შესახებ მიმღებ სახელმწიფოში ცნობიერების ამაღლება და მისი პოპულარიზაცია, ასევე ადგილსამყოფელ ქვეყანაში მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება სავაჭრო, საინვესტიციო, ტურიზმის, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში. წარმდგენი ქვეყნის საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო