საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებას ავრცელებს

ამბები/ წყარო: www.facebook.com
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებას ავრცელებს
ამბებიწყარო: www.facebook.com

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებას ავრცელებს

5 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/8G4PA9z4R.jpeg

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია ,,მთავარი არხის” ეთერში 2022 წლის 4 აგვისტოს გასულ სიუჟეტს, რომელიც ქობულეთის საზაფხულო სკოლა-ბანაკ ,,სამშობლოში" უკრაინელი მოზარდების დასვენებას ეხებოდა, სადაც ითქვა, რომ ამის უზრუნველყოფა მოხდა ,,კოკა-კოლას” და ჭყონიების ოჯახის საშუალებით.

მოგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს ძალისხმევით (სიუჟეტში ნახსენებიც კი არ იყო) ივლის-აგვისტოში ბანაკში მოწვეული იქნა 200 უკრაინელი მოზარდი 14-14 დღით. ჭყონიების ოჯახმა ამ საქველმოქმედო საქმეში შეიტანა წვლილი (რასაც ჩვენ დიდად ვაფასებთ), მაგრამ არა გადამწყვეტი.

ჩვენ მადლობას ვწირავთ სხვა შემომწირველებს (გასულ სიუჟეტში ნახსენები არ არის მათი სახელები) და მათი ნების საწინააღმდეგოდ ვაქვეყნებთ შემოწირული თანხების რაოდენობას. 4 კვირის განმავლობაში 200 მოზარდის დასვენების საერთო ღირებულება 76 000 ლარი, ოთხჯერადი კვებით, ექსკურსიებით და ღონისძიებებით:

1. საქართველოს საპატრიარქო - 50 000 ლარი;

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა - 40 000 ლარი;

3. ჯემალ ინაიშვილი - 20 000 ლარი;

4. თემურ ჭყონია - 15 000 ლარი;

5. ზაზა გოგოტიშვილი - 10 000 ლარი;

6. თენგიზ ბაკურიძე - 6 000 ლარი;

7. ლევან მჟავანაძე - 20000 ლარი

მესამე ეტაპზე, უკრაინელი მოზარდების გასტუმრების შემდეგ, მოწვეულია 25 ლეიკემიით დაავადებული ბავშვი (,,ბერი ანდრიას ფონდის" მიერ ორგანიზებული) მათ მშობლებთან და და დედმამიშვილებთან ერთად, ასევე მრავალშვილიანი და შეჭირვებული ოჯახის შვილები.

ბანაკი უკვე მეორე ნაკადს მასპინძლობს და, სამწუხაროდ, არცერთ საინფორმაციო საშუალებას არ გაუშუქებია. მხოლოდ ტელეკომპანია ,,მთავარმა არხმა” გააკეთა რეპორტაჟი და მასაც პოლიტიკური ელფერი შესძინა, რაც ამ საქველმოქმედო საქმეს არ შეეფერება." - ნათქვამია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო