erimedia_ravk/mCZHDSISR.jpeg

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს პეტრ კუბერნატს შეხვდა

ამბები
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს პეტრ კუბერნატს შეხვდა
ამბები

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს პეტრ კუბერნატს შეხვდა

erimedia_ravk/mCZHDSISR.jpeg
13 ნოე

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს პეტრ კუბერნატს შეხვდა. გაცნობით შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა ჩეხ დიპლომატს ელჩის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მხარეებმა ისაუბრეს ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციაზე - საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. აღინიშნა დასავლური ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ჩეხეთის მხარდაჭერა, კერძოდ, ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობა.

თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ჩეხი დამკვირვებლების, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებულ ინიციატივებში ჩეხი ექსპერტის მონაწილეობაზე. აღინიშნა, ნატოს თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის (DCB TF) ფარგლებში, SNGP-ის ინიციატივებისთვის ჩეხეთის ფინანსური მხარდაჭერა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერ ორმხრივ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და ისაუბრა უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე, ასევე საერთაშორისო სამხედრო სწავლებებში ჩეხი და ქართველი სამხედროების ერთობლივ მონაწილეობაზე. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა სტრატეგიული დონის თანამშრომლობის მნიშვნელობა და ჩეხი კოლეგა საქართველოში მოიწვია.

შეხვედრას ჩეხეთის თავდაცვის ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი მიხალ სობარნა დაესწრო.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო