erimedia_ravk/cTb1Ge6Vg.jpeg

საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის გუნდი რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა

ამბები
საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის გუნდი რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა
ამბები

საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის გუნდი რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა

erimedia_ravk/cTb1Ge6Vg.jpeg
15 აგვ

საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის გუნდი რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა. თავდაცვის ძალების ნაკრების გუნდის წევრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა გააცილა და მორაგბეებს წარმატებული ასპარეზობა უსურვა.

თავდაცვის ძალების გუნდი ჩემპიონატში მისაღებად მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ემზადებოდა. ნაკრების წევრებმა ტაქტიკურ-ტექნიკური ვარჯიშები ავჭალის რაგბის მოედანზე და მარტყოფის საწვრთნელ ბაზაზე გაიარეს.

რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატი საფრანგეთში 16 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ბრეტანის რეგიონში გაიმართება და მასში მონაწილეობას 12 ქვეყნის გუნდი მიიღებს - საქართველო, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ესპანეთი, ირლანდია, იაპონია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ტონგა, უზბეკეთი და ფიჯი. ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შედეგების მიხედვით, თავდაცვის ძალების ნაკრები პირველ თამაშს 19 აგვისტოს ესპანეთთან გამართავს; გუნდი 23 აგვისტოს დიდ ბრიტანეთს, ხოლო 27 აგვისტოს ტონგას დაუპირისპირდება, რის შემდეგაც, დაკავებული ადგილის მიხედვით, ნახევარფინალში მისი მეტოქე გაირკვევა.

რაგბის სამხედრო მსოფლიო ჩემპიონატი მეოთხედ ტარდება და მასში საქართველოს თავდაცვის ძალები მესამედ იღებს მონაწილეობას.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო