erimedia_ravk/g4OBWaGIg.jpeg

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა ETERNITY 2023-ში მიიღეს მონაწილეობა

ამბები
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა ETERNITY 2023-ში მიიღეს მონაწილეობა
ამბები

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა ETERNITY 2023-ში მიიღეს მონაწილეობა

erimedia_ravk/g4OBWaGIg.jpeg
11 ოქტ

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა ETERNITY 2023-ში მიიღეს მონაწილეობა. სამეთაურო-საშტაბო სწავლება საველე წვრთნებით ბაქოში ჩატარდა და მასში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სამხედრო მოსამსახურეებმა, ასევე საქართველოს შსს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

სწავლება მიზნად ისახავს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების (ბაქო-თბილისი-ჟეიჰანის მილსადენი), ასევე რეგიონის ეკონომიკური პროექტების დაცვას. სწავლება სამი ქვეყნის სამხედროებს შორის კოორდინაციას, გამოცდილების გაზიარებას, ასევე ერთიანი სამოქმედო გეგმის შექმნასა და ნატოს დაგეგმარების პროცესის მიხედვით აღსრულებას გულისხმობს.

სამმხრივი სამეთაურო-საშტაბო სწავლება ქვეყნების მონაცვლეობის პრინციპით 2000 წლიდან იმართება. წელს ETERNITY 2023-ს აზერბაიჯანის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სამხედრო მართვის ინსტიტუტის საომარი თამაშების ცენტრმა უმასპინძლა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო