საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე და სტუ-ის ახალგაზრდა მკვლევრები ჰეგელის საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობენ

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე და სტუ-ის ახალგაზრდა მკვლევრები ჰეგელის საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობენ
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე და სტუ-ის ახალგაზრდა მკვლევრები ჰეგელის საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობენ

5 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/QhQJKvGVg.webp

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, სტუ-ის პროფესორი მამუკა ბერიაშვილი და ახალგაზრდა მკვლევრები, საქართველოს საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცეში პირველად, მონაწილეობას ჰეგელის საერთაშორისო კონგრესში (Internationale Hegel-Kongress) იღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ინფორმაციით, ჰეგელის 34-ე საერთაშორისო კონგრესი, მიმდინარე წლის 5-8 სექტემბერს, ხორვატიაში, ზადარის უნივერსიტეტში იმართება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში ამ უმაღლესი რანგის ფორუმზე მონაწილეები საქართველოდან იქნებიან წარდგენილი.

„ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების ოფიციალური მიწვევით, დაგეგმილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის ჰეგელის 34-ე საერთაშორისო კონგრესის დახურვის ოფიციალურ ცერემონიაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა.

ჰეგელის წლევანდელ საერთაშორისო კონგრესზე, ძირითად მომხსენებელთა შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი მამუკა ბერიაშვილი წარსდგება, ხოლო სასექციო მომხსენებელთა შორის იქნებიან სტუ-ის დოქტორანტი მარიამ ხაზარაძე და ახალგაზრდა მკვლევრები - დავით გალაშვილი და ლევან შატბერაშვილი.

ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოება დიდი მეცნიერისა და გერმანული კლასიკური ფილოსოფიის ფუძემდებლის, გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელის სახელობის საერთაშორისო კონგრესს რეგულარულად, ორ წელიწადში ერთხელ იწვევს. კონგრესს საპატიო მასპინძლობას სხვადასხვა ქვეყნები უწევენ.

ჰეგელის მორიგი, 35-ე საერთაშორისო კონგრესი 2024 წელს გაიმართება და ამ უმაღლესი რანგის ფორუმის დაარსებიდან 70 წლისთავს მიეძღვნება. წინასწარი ინფორმაციით, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოება, 2024 წელს, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესის მასპინძელი ქვეყნის კანდიდატად საქართველოს, კერძოდ კი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს განიხილავს.

მომდევნო კონგრესის ჩატარების შესახებ უწყებას ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოება მომავალი მასპინძელი ქვეყნის უნივერსიტეტის რექტორს ზადარში, კონგრესის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე ოფიციალურად გადასცემს.

ცნობისათვის: ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების (Internationalen Hegel-Gesellschaft) პრეზიდენტია პროფესორი მირიამ გერჰარდი (ოლდენბურგის უნივერსიტეტი, გერმანია); საპატიო პრეზიდენტია პროფესორი ემერტუსი ანდრეას არნდტი (ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, ბერლინი, გერმანია), რომელიც ჰეგელთან და გერმანულ იდეალიზმთან დაკავშირებული მრავალი საერთაშორისო მნიშვნელობის გამოცემების სერიის სამეცნიერო ხელმძღვანელი და თანახელმძღვანელია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო