erimedia_ravk/8Qht-zWIR.jpeg

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გერმანიაში წამყვანი ტუროპერატორები გაეცნენ

ამბები
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გერმანიაში წამყვანი ტუროპერატორები გაეცნენ
ამბები

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გერმანიაში წამყვანი ტუროპერატორები გაეცნენ

erimedia_ravk/8Qht-zWIR.jpeg
22 სექ

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ფრანკფურტში, დიუსელდორფში, ჰამბურგში, მიუნხენსა და ბერლინში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაციები გამართა. გერმანიის 5 ქალაქში გამართულ ღონისძიებებს 350-ზე მეტი გერმანელი ტუროპერატორი და მედიის წარმომადგენელი დაესწრო, მათ შორის ისეთი ცნობილი ტურისტული კომპანიებისა და გამოცემებისა წარმომადგენლები, როგორებიც არიან: TUI, DVR, Berliner Zeitung, Der Tagesspiegel, Frankfurter Allgemeine Zeitung, Falstaff, Globetrotter და სხვ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური მარკეტინგული კამპანია

გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი მარკეტინგული და PR სააგენტოსთან KPRN Network GmbH თანამშრომლობით შედგა.

პრეზენტაციის ფარგლებში ტუროპერატორები გაეცნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, საზღვაო, სამთო და გამაჯანსაღებელი კურორტებს, დაცულ ტერიტორიებს, სათავგადასავლო მიმართულებას, კულტურას, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს. ტურისტული კომპანიები დაინტერესდნენ საქართველოს მიმართულებით ტურისტული პაკეტების მომზადებით, რომელსაც პოტენციურ მოგზაურებს შესთავაზებენ.

პრეზენტაციებზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად კურორტების განვითარების სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და გერმანიაში საქართველოს საელჩო იყო წარმოდგენილი. ფრანკფურტსა და დიუსელდორფში გამართულ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს საკონსულო.

გერმანიაში პრეზენტაციების გამართვის პარალელურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, გერმანიიდან საქართველოში, წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, ინფლუენსერებს, ბლოგერებსა და ტუროპერატორებს მასპინძლობს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო