erimedia_ravk/hmhY0tjSR.jpeg

საქართველო-ჩეხეთის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი საათზე ნაკლებ დროში გაიყიდა

ამბები
საქართველო-ჩეხეთის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი საათზე ნაკლებ დროში გაიყიდა
ამბები

საქართველო-ჩეხეთის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი საათზე ნაკლებ დროში გაიყიდა

erimedia_ravk/hmhY0tjSR.jpeg
15 აგვ

საქართველო – ჩეხეთის საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა, – ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა.

შეხვედრის ბილეთების გაყიდვა დღეს, 12:00 საათზე დაიწყო, თითოეულ მომხმარებელს კი, მაქსიმუმ, ორი ბილეთის შეძენა შეეძლო.

ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პირველ შეხვედრას თბილისში, 7 სექტემბერს, 20 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. საქართველოს ნაკრები ამ შეხვედრით ერთა ლიგის B1 ჯგუფში ასპარეზობას იწყებს, სადაც ჩვენი მეტოქეები, ჩეხეთის გარდა, ალბანეთისა და უკრაინის ნაკრებები იქნებიან.

მაღალი მოთხოვნის გამო 12:57 საათზე ბილეთის ყიდვა უკვე შეუძლებელი იყო, რადგან დარეგისტრირებული მყიდველის რიგის ნომერი 100 ათასს გადასცდა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი 2023 წელს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატამდე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ 27 223 მაყურებელს იტევს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო