საქართველოში ადგილობრივი დამსვენებლების რაოდენობამ იმატა - „შუხმან შატო“

ამბები/ წყარო: www.bpn.ge
საქართველოში ადგილობრივი დამსვენებლების რაოდენობამ იმატა - „შუხმან შატო“
ამბებიწყარო: www.bpn.ge

საქართველოში ადგილობრივი დამსვენებლების რაოდენობამ იმატა - „შუხმან შატო“

29 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/hBNo7UWVR.jpeg

ტურისტულ სექტორში ძალიან საინტერესო ტენდენცია გვაქვს, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში: თუ შემომსვლელი ვიზიტორების რაოდენობამ იკლო, იმატა ადგილობრივმა დამსვენებელმა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „შუხმან შატოს“ დირექტორმა განუცხადა.

როგორც ნუცა აბრამიშვილი ამბობს, ეს ფაქტი არის ძალიან საინტერესო და სასიამოვნო, რადგან პანდემიის დროს, ქართველი დამსვენებელი არ გადიოდა ქვეყნის გარეთ, შესაბამისად, ის ისვენებდა საქართველოს კურორტებზე, მათ შორის კახეთში და თანხები არ გადიოდა ქვეყნის გარეთ და მიდიოდა ქართულ ეკონომიკაში, რაც ძალიან კარგია.

მისი თქმით, შარშანდელთან შედარებით, ქვეყანაში ტურიზმის 20%-იანი ზრდაა და ეს ყველაფერი საერთაშორისო ვიზიტორის ნაცვლად, ქართველი ვიზიტორის ხარჯზე. ნუცა აბრამიშვილის განცხადებით, ადგილობრივი ტურიზმის განვითარების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. ის იმედოვნებს, რომ მომავალ წელს მეტი ტურისტი იქნება საქართველოში, რადგან რიგი შეზღუდვებისა უკვე მოიხსნა და ეს ქვეყანაში შემომსველელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ბევრი ავიაკომპანია დაფრინავს და საქართველოში ჩამოსვლა ძალიან ხელმისაწვდომია, მათ შორის, აღსანიშნავია უვიზო მიმოსვლა 94 ქვეყანასთან, შესაბამისად, ტურისტულად საქართველო ყველანაირად ხელსაყრელი ქვეყანაა, როგორც უსაფრთხოების, ასევე ფასების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, ამიტომ მოლოდინები გვაქვს საკმაოდ დადებითი“, - აცხადებს „შუხმანი შატოს“ დირექტორი.

როგორც მან განაცხადა, ფასების მატება მოთხოვნის შესაბამისად, სეზონურად ბუნებრივი პროცესია, თუმცა რადგან წელს აქცენტი შიდა ტურიზმზე იყო, ფასები ადგილობრივებზე მაქსიმალურად ჰქონდათ მორგებული: „მოგეხსსენებათ, ქართველის მსყიდველობითუნარიანობა განსხვავდება მაგალითად ევროპელის შესაძლებლობებისგან, ამიტომ ზოგადად, ფასები გქონდა შემცირებული პანდემიის პერიოდში და სხვადასხვა პრომო-ამბები გვქონდა შემოტანილი, მაგრამ სეზონური ზრდა, ცხადია განხორციელდა. კარგი ის იყო, რომ მანამდე არ მოხდა ფასების მკვეთრი შემცირება, რომელიც შემდგომ ბევრ უარყოფით შედეგზე აისახებოდა“.

ნუცა აბრამიშვილის განცხადებით, შუხმან ჯგუფს ჯამში 160 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, ხოლო სასტუმროში ტურისტები ევროპიდან, აზიიდან, ახლო აღმოსავლეთი და დიდი ბრიტანეთიდან არიან. „ეს არის იმ ბაზრების ტოპ 5, საიდანაც ჩვენთან ყველაზე მეტი ტურისტი შემოდის“, - აცხადებს იგი.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო