საქართველოში წელს ლეღვის ნახარშით დამწვრობის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
4 ივლისი, 2022
საქართველოში, ლეღვის ნახარშით დამწვრობის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.
მისი თქმით, რუჯის მიღების მიზნით, ლეღვის ნახარში 16 წლის გოგომ გამოიყენა.
პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„გუშინ 16 წლის გოგონა შემოვიდა, რომელმაც რუჯის მიღების მიზნით, ლეღვის ნახარში გამოიყენა. დიდი იმედი გვქონდა, რომ მსგავსი შემთხვევა არ იქნებოდა, თუმცა პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
პაციენტს მესამე ხარისხის დაზიანება აქვს, ქიმიური დამწვრობაა. მდგომარეობა სტაბილურია. გარკვეული პერიოდი კლინიკაში დაყოვნება მოუწევს,“ - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო