erimedia_ravk/i8ayXm64R.jpeg

საქართველოში წითელი ჯვრის საზოგადოება: "ონისა და ამბროლაურის პირველი დახმარების გუნდები სასწრაფოსთან ერთად დაშავებულების დასახმარებლად მოქმედებენ"

ამბები
საქართველოში წითელი ჯვრის საზოგადოება: "ონისა და ამბროლაურის პირველი დახმარების გუნდები სასწრაფოსთან ერთად დაშავებულების დასახმარებლად მოქმედებენ"
ამბები

საქართველოში წითელი ჯვრის საზოგადოება: "ონისა და ამბროლაურის პირველი დახმარების გუნდები სასწრაფოსთან ერთად დაშავებულების დასახმარებლად მოქმედებენ"

erimedia_ravk/i8ayXm64R.jpeg
4 აგვ

საქართველოში წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეორე დღეა, იმყოფებიან.

როგორც წითელი ჯვრის საზოგადოებაში აცხადებენ, მზადყოფნაში არიან ონისა და ამბროლაურის პირველი დახმარების გუნდები, რომლებიც სასწრაფოსთან ერთად მოქმედებენ დაშავებულების დასახმარებლად.

„მზადყოფნაშია ასევე ფსიქოსოციალური დახმარების გუნდი, რომელიც ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს დაზარალებულებს, თვითმხილველებსა და ადგილზე მყოფთ. ოჯახური კავშირების აღდგენის გუნდი, რომელიც მუშაობს, როგორც დაკარგული, ისე მოძიებული პირების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაზე. ადგენს შესაბამის სიებს და აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის სტრუქტურებთან არსებული ინფორმაციის მოსაპოვებლად. კატასტროფების მართვის გუნდი, რომელიც წითელ ჯვარში გადამწყვეტ როლს ასრულებს საგანგებო სიტუაციებსა და კატასტროფებზე ეფექტური რეაგირების საქმეში. მათი ამოცანები მოიცავს აქტივობების ფართო სპექტრს, რომელიც მიმართულია როგორც მზადყოფნაზე, ისე რეაგირებაზე. საქართველოს წითელი ჯვარი მიმართავს ყველას, გთხოვთ, მოგვაწოდოთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია შოვში დაკარგულთა შესახებ და დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე : 032 2 501 105“, – აღნიშნულია წითელი ჯვრის ინფორმაცია.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო