erimedia_ravk/FceKU_zSg.jpeg

საქართველოში ჯოზეფ ბორელის ვიზიტი დაიწყო

ამბები
საქართველოში ჯოზეფ ბორელის ვიზიტი დაიწყო
ამბები

საქართველოში ჯოზეფ ბორელის ვიზიტი დაიწყო

erimedia_ravk/FceKU_zSg.jpeg
7 სექ

„ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტი ცალსახად შესძენს ახალ იმპულსს ერთი მხრივ, საქართვლო-ევროკავშირის ურთიერთობებს, ხოლო მეორე მხრივ, ექნება მნიშვნელოვანი გავლენა შესაბამის გადაწყვეტილებებზე”- ამის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც უმაღლესი წარმომადგენლის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

მინისტრის თქმით, ოქტომბერში საქართველო ელოდება ევროკავშირის შესაბამის ანგარიშს, რომელსაც დეკემბერში მოყვება ევროპული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება. დარჩიაშვილის განცხადებით, აღნიშნულ ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში, ქართული მხარე დეტალურად გააცნობს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით არსებულ პროგრესს.

„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ჯოზეფ ბორელს დეტალურად ვესაუბროთ იმ უზარმაზარი სამუშაოს შესახებ, რომელიც შეეხება საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო შეხვედრები იქნება უმაღლეს დონეზე. „ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯოზეფ ბორელის ვიზიტი ევროკავშირის მხრიდან სპეციალური გზავნილია და მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ რეგიონში ევროკავშირისთვის მშვიდობა და უსაფრთხოება მაღალ პრიორიტეტს წარმოადგენს. „აქცენტი გაკეთდება დღეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე. ბორელის ვიზიტი სპეციალური გზავნილია და მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ჩვენს რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება ევროკავშირისთვის მაღალ პრიორიტეტს წარმოადგენს.“ - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილის ინფორმაციით, ჯოზეფ ბორელს შეხვედრები ექნება ყველა მნიშვნელოვან სახელმწიფო წარმომადგენელთან, უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

2023 წლის 7 სექტემბერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი, საქართველოს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, ჯოზეფ ბორელი პირველ სამუშაო შეხვედრას გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება ერთობლივი განცხადებები პრესისთვის. გარდა ამისა, ჯოზეფ ბორელი შეხვედრას გამართავს საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან. აგრეთვე, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში ჯოზეფ ბორელი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად, ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. გარდა ამისა, ჯოზეფ ბორელი შეხვდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

erimedia_ravk/9QK2U_zIg.jpeg
erimedia_ravk/ur028lzSg.jpeg
erimedia_ravk/QDl28lzIg.jpeg
ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო