საქართველოში ქვანახშირის იმპორტი გაორმაგდა - რუსეთი კვლავ მთავარი შემომტანია

ამბები/ წყარო: www.bpn.ge
საქართველოში ქვანახშირის იმპორტი გაორმაგდა - რუსეთი კვლავ მთავარი შემომტანია
ამბებიწყარო: www.bpn.ge

საქართველოში ქვანახშირის იმპორტი გაორმაგდა - რუსეთი კვლავ მთავარი შემომტანია

27 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/LD3C3JW4R.jpeg

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის 7 თვეში იმპორტიორებს ქვანახშირის შესყიდვა 17 მილიონზე ოდნავ მეტი დაუჯდათ, რაც გასული წლის მაჩვენებელზე, 7.9 მილიონზე, თითქმის ორჯერ, 115.2%-ით მეტია.

მართალია, შემოტანილი ნედლეულის ფასი გაიზარდა, თუმცა შემცირდა რაოდენობა, რაც მის გაძვირებაზე მეტყველებს - მიმდინარე წელს იმპორტით 86.1 ათასი ტონა ქვანახშირი შემოვიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე, 94.7 ტონაზე, 9.1%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოდან მხოლოდ 21.6 ათასი დოლარის (61.7 ტონა) ქვანახშირი გავიდა გასაყიდად, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 4.96 ათას (32 ტონა) დოლარს შეადგენდა.

როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, ქვეყანაში ქვანახშირის უმთავრესი შემომტანი რუსეთია, რომელზეც იმპორტის 90%-ზე მეტი მოდის. შემდეგ მოდის თურქეთი, მცირე წილი აქვთ ყაზახეთსა და აზერბაიჯანსაც.

ქვანახშირის ფასების ზრდა მსოფლიოში რესურსზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება - უკრაიანაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა ევროპას გაზის მიწოდება შეუმცირა, ევროპაში კი რუსული ენერგორესურსების თანდათან ჩანაცვლებას გეგმავენ. ომით გამოწვეული ენერგოკრიზისისა და ენერგიის ფასების რეკროდული ზრდის ფონზე, კონტინენტზე ქვანახშირზე მომუშავე გაჩერებულ ელექტროსადგურებს აბრუნებენ, რაც რესურსზე მოთხოვნასა და შესაბამისად, ფასსაც მკვეთრად ზრდის.

ავტორი : კახი ჩაკვეტაძე

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო