საქართველოში შესაძლოა, ძველი ავტომობილების იმპორტი აიკრძალოს

ამბები/ წყარო: www.bpn.ge
საქართველოში შესაძლოა, ძველი ავტომობილების იმპორტი აიკრძალოს
ამბებიწყარო: www.bpn.ge

საქართველოში შესაძლოა, ძველი ავტომობილების იმპორტი აიკრძალოს

13 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/EcDehqM4R.jpeg

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსის, ნოე მეგრელიშვილის განცხადებით, შესაძლოა, ქვეყანაში ძველი ავტომობილების იმპორტი აიკრძალოს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, საუბარია ევრო 5-ზე დაბალი სტანდარტის მანქანების შემოყვანის შეზღუდვაზე, რაც თავის მხრივ, 2013 წლამდე გამოშვებულ მანქანებს შეეხება.

მისივე განმარტებით, აღნიშნული ინიციატივის განხორციელება, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შემცირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

ნოე მეგრელიშვილის განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია და აღსრულების მექანიზმის შემუშავების შემდეგ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ, ქვეყანაში „ევრო 5“ სტანდარტის ქვემოთ ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება.

„აუცილებლად უნდა შემოვიღოთ ავტომობილის ემისიის სტანდარტი, ანუ შევზღუდოთ ძველი და ბინძური ავტომობილების იმპორტი ქვეყანაში. ამის გარეშე ამ პროცესის [ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება] დაჩქარება გაძნელდება. ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია. ჩავატარეთ მოკვლევა, თუ რომელი ემისიის სტანდარტის შემოღება არის რეალისტური საქართველოში ამ პერიოდისთვის. იცით, რომ როგორც საწვავებს აქვთ ევროსტანდარტები, ისე აქვს ავტომობილებსაც და ჩავატარეთ კვლევა, რომ დაგვედგინა, ევროსტანდარტის ქვემოთ რომელი ავტომობილის აკრძალვა შეიძლება და ამ კვლევამ გამოავლინა, რომ ევრო 5 სტანდარტის შემოღება რეალისტურია ქვეყანაში. ტექნიკური რეგლამენტის სამუშაო ვერსია შემუშავებულია, უბრალოდ აღსრულების მექანიზმია ახლა შესათანხმებელი, თუ როგორ მოხდება საზღვარზე ავტომობილების პირველადი რეგისტრაციის დროს ამის გაკონტროლება და აღსრულება, რომ ევრო 5-ზე დაბალი სტანდარტის ავტომობილი ვეღარ დარეგისტრირდეს ჩვენ ავტოპარკში. აღსრულების მექანიზმის შემუშავების შემდეგ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები შემუშავდება და პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება”, - განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო