საქართველოსთვის სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ჰაბად ქცევა უმნიშვნელოვანესია - EBRD-ის პრეზიდენტი

ამბები/ წყარო: bm.ge
საქართველოსთვის სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ჰაბად ქცევა უმნიშვნელოვანესია - EBRD-ის პრეზიდენტი
ამბებიწყარო: bm.ge

საქართველოსთვის სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ჰაბად ქცევა უმნიშვნელოვანესია - EBRD-ის პრეზიდენტი

13 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/oISV23MVR.jpeg

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტი ოდილ რენო-ბასო აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის რეგიონულ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ჰაბად ქცევა უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით კი ახლა, როცა რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის ფონზე, საერთაშორისო გადამზიდავები სატვირთო მარშრუტების დივერსიფიცირებას აქტიურად ცდილობენ, „შუა დერეფანზე“ კი მოთხოვნა იზრდება. „საერთაშორისო გადამზიდავები სულ უფრო აქტიურად ცდილობენ თავიანთი სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციას, რის გამოც „შუა დერეფნის“ გავლით ტრანსპორტის გადაზიდვაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება. ტრანსკასპიური დერეფნის გახსნამ, შესაძლოა, კავკასიისა და ცენტრალური აზიისთვის ახალი სავაჭრო შესაძლებლობები შექმნას. დერეფნის განვითარება გაზრდის რეგიონში წარმოდგენილი ქვეყნების ეკონომიკურ პოტენციას და ხელს შეუწყობს ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბების განვითარებას“, - განაცხადა რენო-ბასომ. EBRD-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბანკი დაინტერესებულია საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალით და ამ მიმართულებით არაერთი ქმედითი ნაბიჯით იდგმება, მაგალითად: EBRD მხარს უჭერს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ნავსადგურების საკომუნიკაციო სისტემის იმპლემენტაციაში; ხელს უწყობს საქართველოს რკინიგზის დიგიტალიზაციის პროცესს და აგრეთვე გამოხატავს მზაობას, დამატებითი ინვესტიციები გამოყოს ქვეყნის მდგრადი ინფრასტრუქტურის განვითარებაში. აღსანიშნავია, რომ EBRD-ს საქართველოში 270 პროექტში 5 მილიარდი ევროს ინვესტიცია აქვს განხორციელებული, პრიორიტეტულ სფეროებს კი მდგრადი ინფრასტრუქტურა, საფინანსო სექტორი და წარმოების სექტორი წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი ოდილ რენო-ბასო 12-16 სექტემბერს კავკასიის ტურნეს გამართავს, რომლის ფარგლებშიც ის საქმიანი ვიზიტით საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა.

ავტორი: გიორგი თოლორდავა

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო