erimedia_ravk/q45A66IVR.jpeg

"საქმე გვაქვს სრულ ისტერიასთან და შიზოფრენიასთან" - მმართველ გუნდში არესტოვიჩს პასუხობენ

ამბები
"საქმე გვაქვს სრულ ისტერიასთან და შიზოფრენიასთან" - მმართველ გუნდში არესტოვიჩს პასუხობენ
ამბები

"საქმე გვაქვს სრულ ისტერიასთან და შიზოფრენიასთან" - მმართველ გუნდში არესტოვიჩს პასუხობენ

erimedia_ravk/q45A66IVR.jpeg
21 ოქტ

ოლექსი არესტოვიჩის განცხადებას მმართველ გუნდში აფასებენ და მის სიტყვებს შემაშფოთებელს და კატასტროფულს უწოდებენ.

"ქართული ოცნების" დეპუტატების შეფასებით, არესტოვიჩის სიტყვები პირდაპირი მუქარაა. როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია აცხადებს, არესტოვიჩის განცხადება პირდაპირი მუქარაა საქართველოს მისამართით.

„არესტოვიჩი არ საუბრობს მარტო საქართველოზე, საუბრობს ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებზე, რაც ნიშნავს, რომ ეს ადამიანი საერთოდ გასული არის საღი აზროვნების ჩარჩოებიდან და საქმე გვაქვს სრულ ისტერიასთან და შიზოფრენიასთან. მე ასე შემიძლია ეს დავახასიათო, სხვა ახსნას და დეფინიციას ამას ვერ მოვუძებნი“, - ირაკლი ბერაიამ.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველის განცხადებას პასუხობს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილიც.

"მისი ლოგიკა ასეთი არის - ჯერ შედის ჯარი, ჯარს მოჰყვება დიპლომატები და მათ მერე მოჰყვებიან ინვესტორები, ანუ ჩვენ ახალ იმპერიალისტებს ვიღებთ. როგორც ადრე იყო, ჯერ შემოდიოდა რუსული ჩექმა, მერე მოჰყვებოდა რუსული დიპლომატია და მერე მოჰყვებოდა რუსული აღმშენებლობა. ახლა არესტოვიჩია, მთელ უკრაინაზე არ ვლაპარაკობ, არესტოვიჩეულ უკრაინაზე ვლაპარაკობ, მათი გეგმა ეს არის, ამიტომ ქართველებო, კარგად ვიცოდეთ: "სლავა უკრაინა" მებრძოლებისთვის რა არის და არესტოვიჩისთვის რა არის“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა ერთ-ერთ იუთუბ არხზე გამართულ დისკუსიაში განაცხადამ რომ უკრაინას მალე ქართველების „დახსნა“ მოუწევს. მისი თქმით, უახლოეს მომავალში, რაც უკრაინა რუსეთთან ომში უპირატესობას მოიპოვებს, ისინი უნდა გადაერთონ საქართველოს "შველაზე".

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო