erimedia_ravk/UQWhW6YSg.jpeg

სალომე ზურაბიშვილი - მაიდანი გაცილებით ადრე გავიარეთ, ეს აქციები არის მშვიდობიანი, ჩვენ გვაქვს არჩევნები და მე გავუძღვები პროევროპულ ფრონტს ამ არჩევნებში

ამბები
სალომე ზურაბიშვილი - მაიდანი გაცილებით ადრე გავიარეთ, ეს აქციები არის მშვიდობიანი, ჩვენ გვაქვს არჩევნები და მე გავუძღვები პროევროპულ ფრონტს ამ არჩევნებში
ამბები

სალომე ზურაბიშვილი - მაიდანი გაცილებით ადრე გავიარეთ, ეს აქციები არის მშვიდობიანი, ჩვენ გვაქვს არჩევნები და მე გავუძღვები პროევროპულ ფრონტს ამ არჩევნებში

erimedia_ravk/UQWhW6YSg.jpeg
14 მაი

ჩვენ მაიდანი გაცილებით ადრე გავიარეთ და გაცილებით წინ ვართ. საქართველოს მოსახლეობამ ბევრი გამოცდა გამოიარა. ეს აქციები არის ძალიან მშვიდობიანი, ჩვენ გვაქვს არჩევნები და მე გავუძღვები პროევროპულ ფრონტს ამ არჩევნებში, რომელიც იქნება რეფერენდუმის მსგავსი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა „სიენენის“ წამყვანის, კრისტინ ამანპურის შეკითხვას, „რამდენად ხედავს საქართველოს პრეზიდენტი საფრთხეს, რომ საქართველოში იმ სცენარით განვითარდეს მოვლენები, როგორც ეს 2013 წელს უკრაინაში მოხდა“.

ზურაბიშვილის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ პირადად ჩაერთვება არჩევნებში, არამედ იქნება გარანტორი პროევროპული, დასავლური ფრონტის პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვყავს მოწიფული სამოქალაქო საზოგადოება, ახალგაზრდები, რომლებიც უკვე სამი კვირაა, მონაწილეობენ პროტესტში ისე, რომ არცერთი ფანჯარა არ ჩაუმსხვრევიათ და არ დაუწვიათ არცერთი მანქანა. ეს ძალიან ბევრს მეტყველებს, რამდენად მოწიფულია მოსახლეობა საქართველოში და როგორი შემართული არიან, რათა დაიცვან ევროპული გზა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, არჩევნები ასევე არის გზა, რათა ყველა მიუღებელი კანონის უკან წაღება მოხდეს.

„ჩვენ უნდა გამოვიყენოთ საზოგადოების ეს მობილიზაცია და პოლიტიკური პარტიების კონსოლიდაცია არჩევნების მოსაგებად, რადგან ეს არის ევროპული გზა. არა მთავრობის გადაგდება, არამედ არჩევნებში გამარჯვება. და მოსახლეობის ის უმრავლესობა, რომელსაც სურს ევროპა, იქნება არჩევნებზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა
ერთ-ერთი ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს
ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება
ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი ლიდერები სანქციების დაწესებას განიხილავენ
საფრანგეთი მხარს უჭერს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ისრაელის პრემიერისა და „ჰამასის“ ლიდერების დაპატიმრების ორდერის მოთხოვნის შესახებ
Სარეკლამო
„პოლიტიკო“ - საქართველო დემოკრატიის განმტკიცებაში მდგრად პროგრესს თუ აჩვენებს, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი ისრაელის პრემიერ-მინისტრის და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს
ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის მეთაურმა ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზების გამოძიების ბრძანება გასცა
ალექსანდრ ლიტვინენკო - უკრაინა აცნობიერებს, რომ ომი მოლაპარაკებებით დასრულდება, ამიტომ მომზადდა ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულა
ირაკლი კობახიძე - საქართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო
მეტის ჩვენება
Სარეკლამო