სალომე ზურაბიშვილი - მეორე ფრონტის იდეას კატეგორიულად უნდა დავუპირისპირდეთ, ეს დეზინფორმაცია ძალიან დესტრუქციულია

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
სალომე ზურაბიშვილი - მეორე ფრონტის იდეას კატეგორიულად უნდა დავუპირისპირდეთ, ეს დეზინფორმაცია ძალიან დესტრუქციულია
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

სალომე ზურაბიშვილი - მეორე ფრონტის იდეას კატეგორიულად უნდა დავუპირისპირდეთ, ეს დეზინფორმაცია ძალიან დესტრუქციულია

6 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/iKfg6KM4R.webp

მეორე ფრონტის იდეას კატეგორიულად უნდა დავუპირისპირდეთ. ეს დეზინფორმაცია ძალიან დესტრუქციულია, რადგან მიმართულია ოკუპირებულ ტერიტორიების, იქ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისა და მათი დე ფაქტო ხელისუფლებისაკენ, ეს არის მცდელობა იქ გარკვეული შიში გავრცელდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, საერთაშორისო კონფერენციის - ,,დიდება უკრაინას“ მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვისას განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენ არ გვინდა ტერიტორიების ომით შემოერთება და გვინდა ერთიანი საქართველო, რომელიც გაერთიანებული იქნება კოლექტიური გადაწყვეტილებით, რაც ჩვენი მტკიცე პოლიტიკაა.

„კიდევ ერთი დეზინფორმაციაა ის, რომ აშშ არაა საქართველოს მშვიდობის, დემოკრატიის, უსაფრთხოების მხარდამჭერი და ჩვენი დამხმარე თავდაცვის ამაღლებაში, არამედ პირიქით, ის ომისკენ გვიბიძგებს. ეს წარმოუდგენელი მანიპულაცია და დეზინფორმაციაა. მე არ ვამბობ, რომ ამას ზოგიერთი ქართველი არ იმეორებს, დეზინფორმაცია ასე მუშაობს - არსებობს რამდენიმე გამტარი, რისი გამოყენებაც შეიძლება და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დესტრუქციულია და მე ვამბობ და ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი მკაფიო უნდა ვიყოთ.

თქვენ არ გჭირდებათ თავის დაცვა, რადგან დღეს წარმოუდგენელია, ვინმემ თქვას, რომ აშშ, რომელსაც არასოდეს შეუხედავს საქართველოს ტერიტორიის არცერთი სანტიმეტრისთვის, ომის გავრცელებას და მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს. რუსეთი კი, რომელმაც ჩვენი გამოცდილებით, ჩვენი ტერიტორიები დაიკავა და სხვადასხვა დროს, პრაქტიკულად ყველა მეზობელთან შეიჭრა, თითქოს არაფერზე არაა პასუხისმგებელი. ასე რომ, მეორე ფრონტის ამ იდეას კატეგორიულად უნდა დავუპირისპირდეთ. ეს დეზინფორმაცია ძალიან დესტრუქციულია, რადგან მიმართულია ოკუპირებულ ტერიტორიების, იქ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისა და მათი დე ფაქტო ხელისუფლებისაკენ, ეს არის მცდელობა იქ გარკვეული შიში გავრცელდეს იმის შესახებ, თუ რას შეიძლება აკეთებდეს საქართველო, მაშინ, როცა ჩვენი პოლიტიკა ამ ტერიტორიების მიმართ ძალიან მკაფიოა – ისინი ჩვენია, ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და რაც ჩვენ გვსურს, ამ მოქალაქეების კვლავ გაერთიანებაა. ჩვენ არ გვინდა ტერიტორიების ომით შემოერთება, ჩვენ გვინდა ერთიანი საქართველო, რომელიც გაერთიანებული იქნება კოლექტიური გადაწყვეტილებით, და ეს ჩვენი მტკიცე პოლიტიკაა“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე შეფასებით, ასეთივე სიცრუეს წარმოადგენს ინფორმაცია, რომ ევროკავშირის რეფორმები გამიზნულია საქართველოსა და მისი მთავრობის დესტაბილიზაციისთვის. „იგივეა ევროკავშირთან მიმართებაშიც. დაყოფის ეს მცდელობები ასევე ფოკუსირებულია ევროკავშირზე და ქვეტონია, რომ ევროკავშირის რეფორმები გამიზნულია არა ძლიერი და უფრო დემოკრატიული საქართველოს შექმნის, განვითარებისა და დახმარებისათვის, არამედ, მათი გამოყენება შესაძლებელია საქართველოსა და მისი მთავრობის დესტაბილიზაციისთვის. ძალიან ნათელია საიდან იღებს ეს სათავეს. ეს კიდევ ერთი კარგი მაგალითია იმისა, რომ როცა რუსეთი სამხედრო აგრესიით პირდაპირ არ ოპერირებს, მაშინ ის დეზინფორმაციის მეშვეობით მოქმედებს. ეს ყველამ უნდა იცოდეს, რადგან, სხვადასხვა სახით რუსული დეზინფორმაცია ასევე, თავს იჩენს ევროკავშირის სხვადასხვა ნაწილში, ჩვენ ვნახეთ გარკვეული გამოვლინებები თუ, როგორი გავლენა შეიძლება იქონიოს ამ დეზინფორმაციამ სხვადასხვა ქვეყნის შიდა სტაბილურობასა და შიდა პოლიტიკაზე. დიდი განსხვავება ევროკავშირის ზოგ ქვეყანასა და ჩვენს შორის ისაა, რომ ჩვენ ევროკავშირის გარეთ ვართ, ისინი კი შიგნით, შიგნით დაცული ხარ, ჩვენ არ ვართ დაცულნი და ჩვენ ჩვენი თავი უნდა დავიცვათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ცენტრალური პრიორიტეტია. ასე რომ, ამ ყველაფრის ძალიან მკაფიო გაკვეთილი არის მხოლოდ ამის მუდმივად გამეორება ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას ალტერნატივა არ აქვს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო