erimedia_ravk/YwUgrMFIR.jpeg

სალომე ზურაბიშვილი - მინდა, მოგილოცოთ ის, რაც ყველას მიღწევაა, ევროპის გზის ნამდვილი გახსნა, ამ წელს ვასრულებთ დიდი იმედით, რომ 2024 წელი იქნება უფრო წარმატებული, ასევე, ჩვენი ერთიანობის წელი

ამბები
სალომე ზურაბიშვილი - მინდა, მოგილოცოთ ის, რაც ყველას მიღწევაა, ევროპის გზის ნამდვილი გახსნა, ამ წელს ვასრულებთ დიდი იმედით, რომ 2024 წელი იქნება უფრო წარმატებული, ასევე, ჩვენი ერთიანობის წელი
ამბები

სალომე ზურაბიშვილი - მინდა, მოგილოცოთ ის, რაც ყველას მიღწევაა, ევროპის გზის ნამდვილი გახსნა, ამ წელს ვასრულებთ დიდი იმედით, რომ 2024 წელი იქნება უფრო წარმატებული, ასევე, ჩვენი ერთიანობის წელი

erimedia_ravk/YwUgrMFIR.jpeg
1 იან

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს ახალ 2024 წელს ულოცავს.

საახალწლოდ ჩაწერილ ვიდეომიმართვაში სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს ენგურის ხიდიდან და ამბობს, რომ ეს ხიდი არის ის, რაც გვაერთიანებს.

პრეზიდენტი მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს ასევე ორბელიანების სასახლიდან, რომელიც, მისივე განმარტებით, ყველას ერთიანობის სიმბოლოა.

„გილოცავთ ახალ წელს, 2024 წელს და გილოცავთ საქართველოს იმ ადგილიდან, რომელიც დღეს არის ყველაზე ჩამქრალი. აქ არცერთი დიდი ნაძვის ხე არ ანთია. აქ უნდა ენთოს ყველაზე მაღალი და ყველაზე ლამაზი ნაძვის ხე, რომელსაც უნდა უყურებდნენ ამ ხიდის ორივე მხრიდან, რამეთუ ეს ხიდი არის ის, რაც გვაერთიანებს, რაც აერთიანებს აფხაზეთს და დღევანდელ სტატუსმიცემულ საქართველოს.

გილოცავთ იმ ადგილიდან, სადაც დგას ყველაზე მაღალი და ყველაზე განათებული ნაძვის ხე. გილოცავთ ორბელიანების სასახლიდან, პრეზიდენტის სასახლიდან, რომელიც დგას როგორც სახელმწიფო სიმბოლო და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენი ყველას ერთიანობის სიმბოლოა – აფხაზების, ცხინვალის მცხოვრებლების, ჩვენი დიასპორის, მოქალაქეების, ეს არის ის ადგილი, სადაც ყველას სახლია, თქვენი სახელმწიფოა.

ჩვენ როცა ვამბობთ – ერთიანობა, ეს არის ის ყველაზე ძვირფასი, რაც გაგვაჩნია. მინდა, სწორედ ამ ერთიანობით მოგილოცოთ ის, რაც ყველას მიღწევაა ამ წელს – სტატუსის მინიჭება, ევროპის გზის ნამდვილი გახსნა. ამით ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რა სიძნელეები, რა მტკივნეული მომენტები იყო 2023 წელს. არ გვავიწყდება არც რაჭაში შოვის ტრაგედია, არც გურიის ტრაგედია, არც ყოველდღიური ტრაგედია, რაშიც ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები, საოკუპაციო ძალების ყოველწუთიერი ზეწოლის ქვეშ. ჩვენ ეს ყველაფერი არ გვავიწყდება და ვცხოვრობთ იმით, რომ ეს არ განმეორდეს. არც ის გვავიწყდება, რომ ეს წელი იყო 8 მარტის წელი, ასევე ჩვენი ერთიანობის, ეს იყო 8 ნოემბრის წელი, ერთიანი გამარჯვების. ამდენად, ამ წელს ვასრულებთ დიდი იმედით, რომ 2024 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული, იქნება ასევე ჩვენი ერთიანობის წელი, სადაც მივხვდებით, რომ სხვადასხვა აზრის ჭიდილი არ ნიშნავს ერთმანეთთან ბრძოლას. ეს არის, რაც უნდა ვისწავლოთ საარჩევნო წელიწადში, რომელიც ახლა იწყება, რომ ჩვენ შევძლოთ, ერთიანობა მაინც შევინარჩუნოთ და თავისუფლება, სამართლიანობაც გავამარჯვებინოთ. ამას გისურვებთ და მე ვიქნები ამის სადარაჯოზე თქვენთან ერთად. გისურვებთ თქვენს ოჯახებთან ერთად, პირველ რიგში, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ყველანაირ წარმატებას თქვენთვის და ქვეყნისთვის“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო