სალომე ზურაბიშვილი - ოდესის დაბომბვა ძალადობის აქტია, რომელიც უნდა დაიგმოს - ეს აჩვენებს, რომ რუსეთი არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს არც საკუთარ სიტყვას ან გლობალურ ჰუმანიტარულ ვითარებას
23 ივლისი, 2022
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის მიერ ოდესის პორტის დაბომბვა ძალადობის აქტად შეაფასა. ამის შესახებ მან განცხადება „ტვიტერის“ გვერდზე გაავრცელა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, შეთანხმებიდან ერთი დღის შემდეგ ოდესის პორტის დაბომბვა აჩვენებს, რომ რუსეთისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც მის სიტყვას და არც გლობალურ ჰუმანიტარულ ვითარებას.
„ოდესის დაბომბვა შეთანხმებიდან მხოლოდ ერთი დღის შემდეგ, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტს, ძალადობის აქტია, რომელიც უნდა დაიგმოს. ეს აჩვენებს, რომ რუსეთი არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს არც საკუთარ სიტყვას ან გლობალურ ჰუმანიტარულ და მომარაგებასთან დაკავშირებულ ვითარებას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ რუსეთმა და უკრაინამ, გაეროსა და თურქეთის შუამავლობით, ხელი მოაწერეს შეთანხმებას ექსპორტის განახლების მიზნით შავი ზღვის პორტების გახსნის შესახებ. დღეს, რუსულმა ძალებმა ოდესის პორტის ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.