სალომე ზურაბიშვილი ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიო ლიდერებთან ერთად დაესწრო
19 სექტემბერი, 2022
საქართველოს პრეზიდენტი ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიო ლიდერებთან ერთად დაესწრო. ცერემონიაში მონაწილეობდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ, უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა და მსოფლიოს 500- მდე ლიდერი.
საქართველოს პრეზიდენტმა, გუშინ დედოფალ ელისაბედ მეორის სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და გაერთიანებული სამეფოს ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა.
პრეზიდენტმა 18 სექტემბერს მეფე ჩარლზ მესამის სახელით გამართულ მიღებაში მიიღო მონაწილეობა, დღეს კი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივნის სახელით გამართულ მიღებაში.