სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება. სალომე ზურაბიშვილი მის რუმინელ კოლეგას და პრემიერ-მინისტრს შეხვდება.
რუმინეთში საქართველოს ელჩის თქმით, პრეზიდენტის ვიზიტი ისტორიულ ფაქტს უკავშირდება, რადგან პრეზიდენტებს შორის ხელი მოეწერება დოკუმენტებს - საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობების დამყარების შესახებ.
"წელს ვზეიმობთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30-ე წლისთავს. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ დეკლარაციას რუმინეთსა და საქართველოს შორის, რაც ისტორიული ფაქტია," - აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი.
ორმხრივი შეხვედრებია დაგეგმილი პარლამენტის დეპუტატებთან, პალატისა და სენატის თავმჯდომარეებთანაც.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო