სალომე ზურაბიშვილმა მესტიის საგანძურის მცველები, ასევე სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის დირექტორის მოადგილე ღირსების მედლებით დააჯილდოვა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
სალომე ზურაბიშვილმა მესტიის საგანძურის მცველები, ასევე სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის დირექტორის მოადგილე ღირსების მედლებით დააჯილდოვა
ამბებიწყარო: 1tv.ge

სალომე ზურაბიშვილმა მესტიის საგანძურის მცველები, ასევე სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის დირექტორის მოადგილე ღირსების მედლებით დააჯილდოვა

11 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/laBKxwG4R.jpeg

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის, მესტიის საგანძურის მცველები და სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის დირექტორის მოადგილე ღირსების მედლებით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო თეატრის ეზოში გაიმართა. სვანური ხალხური სიმღერის ანსამბლმა „რიჰომ“ სვანური ხალხური სიმღერები შეასრულა. უძველესი მუსიკალური ინსტრუმენტების შესახებ ისაუბრა ანსამბლის ხელმძღვანელმა ვახტანგ ფილფანმა.

პრეზიდენტმა დააჯილდოვა რუსუდან ჯაფარიძე – სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის დირექტორის მოადგილე, ხელნაწერთა ფონდის კურატორი, ასევე ლილე (ლევან) გუგუსიანი – ტაძრის მცველი უძველესი სვანური ტრადიციების შესაბამისად; ზაურ გულბანი – ტაძრის მცველი უძველესი სვანური ტრადიციების შესაბამისად; ბაგრატ ნანსყანი – ტაძრის მცველი უძველესი სვანური ტრადიციების შესაბამისად (გარდაცვალების შემდეგ); მირონ ფირცხელანი – ტაძრის მცველი უძველესი სვანური ტრადიციების შესაბამისად; ომარ ქალდანი – ტაძრის მცველი უძველესი სვანური ტრადიციების შესაბამისად; იაროსლავ ჩხეტიანი – ტაძრის მცველი უძველესი სვანური ტრადიციების შესაბამისად; ნანული ჭელიძე – ტაძრის მცველი უძველესი სვანური ტრადიციების შესაბამისად; ტოტა ჭეხანი – ტაძრის მცველი უძველესი სვანური ტრადიციების შესაბამისად და რევაზ ხოჯელანი – ტაძრის მცველი უძველესი სვანური ტრადიციების შესაბამისად.

ავტორი - ნატო ბერულავა

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო