სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორად ლიკა ჭუმბურიძე დაინიშნა

ამბები
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორად ლიკა ჭუმბურიძე დაინიშნა
ამბები

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორად ლიკა ჭუმბურიძე დაინიშნა

3 ოქტ

erimedia_ravk/4HjRpx44R.jpeg

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. დირექტორის თანამდებობაზე ლიკა ჭუმბურიძე დაინიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პოსტზე დანიშვნამდე, ლიკა ჭუმბურიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა.

2019-2022 წლებში იყო ივ. ბოკერიას სახ. საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის საოპერაციო დირექტორი, 2019 წელს კი - „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“-ს აღმასრულებელი დირექტორი. 2017-2018 წლებში მუშაობდა „აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ფინანსური დირექტორის პოზიციაზე. 2015-2017 წლებში იყო Innova HC Ltd_ს საოპერაციო დირექტორი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა, კლინიკებისა და სამედიცინო დაწესებულებების წამყვან თანამდებობებზე, მათ შორის, იყო სამედიცინო ხარისხის უზრუნველყოფისა და შიდა აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელი, ფინანსური ადმინისტრირების ჯგუფის ხელმძღვანელი და სხვა.

ლიკა ჭუმბურიძე არის ევროპული ჯანდაცვის მენეჯმენტის ასოციაციის (EHMA) წევრი და კოორდინატორი საქართველოში, ასევე საქართველოს ჯანდაცვის მენეჯმენტის ასოციაციის პრეზიდენტი.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო