სამეგრელოში გულის დაავადების მქონე ბავშვებს უფასოდ სინჯავენ - კიდევ რომელ რეგიონში იგეგმება მსგავსი აქცია

ამბები/ წყარო: imedinews.ge
სამეგრელოში გულის დაავადების მქონე ბავშვებს უფასოდ სინჯავენ - კიდევ რომელ რეგიონში იგეგმება მსგავსი აქცია
ამბებიწყარო: imedinews.ge

სამეგრელოში გულის დაავადების მქონე ბავშვებს უფასოდ სინჯავენ - კიდევ რომელ რეგიონში იგეგმება მსგავსი აქცია

18 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/GgqW0dn4g.png
ფოტო: სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლობით, ზუგდიდში გულის დაავადების მქონე ბავშვებისთვის უფასო გასინჯვები მიმდინარეობს, - ინფორმაციას რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ექიმთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის გულის თანდაყოლილი პათოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელი, ბავშვთა კარდიოლოგი, ინტერვენციული კარდიოლოგი ვახტანგ ხელაშვილი მოზარდებს პირადად სინჯავს.

გასინჯვების პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, ზუგდიდის მერის მოადგილესთან მაიზერ ნანავასთან ერთად გაეცნო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჯო ენის ექიმთა ჯგუფს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უფასო გასინჯვები 17-18 სექტემბერს ჩატარდება. გამოკვლევების შედეგად, საჭიროების შემთხვევაში, ბავშვები მკურნალობის კურსს ჯო ენის საუნივერსიტეტო კლინიკაში გაივლიან. სამედიცინო ჰოსპიტალი სამომავლოდ მსგავს აქციას იმერეთშიც გეგმავს.

„სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ცნობილ კლინიკებთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს, რითაც რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალი ექიმების ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ და გამოკვლევები უფასოდ ჩაიტარონ“, - აღნიშნულია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო