erimedia_ravk/u8DP-NZSR.jpeg

სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებას მხარი დაუჭირეს

ამბები
სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებას მხარი დაუჭირეს
ამბები

სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებას მხარი დაუჭირეს

erimedia_ravk/u8DP-NZSR.jpeg
25 სექ

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატან  ცვლილებაზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, 2023 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას დაფინანსება გაიზრდა თითქმის ყველა მიმართულებით. მნიშნველოვანი ზრდის მიუხედავად, 2023 წლის განვლილ პერიოდში რამდენიმე მიმართულებით დამატებითი დაფინანსების საჭიროება გამოიკვეთა. შესაბამისად, კანონპროექტით მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახდელები ზუსტდება.

გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 7,6% შეადგინა. ჯამში კი მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი  6,5%-ს შეადგენს, ნაცვლად მანამდე არსებული 5%-ისა. დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ხარჯზე 500,0 მლნ ლარზე მეტით იზრდება ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები, რაც შესაძლებლობას იძლევა, დაფინანსდეს დამატებით გამოკვეთილი საჭიროებები და შემცირდეს 2023 წლისთვის დაგეგმილი ვალის აღების მაჩვენებლები.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, მისასალმებელია, რომ თითქმის ყველა სამინისტროს დაფინანსება იზრდება, მათ შორის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  დაფინანსება იზრდება 47 მლნ. ლარით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს – 34 მლნ. ლარით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს – 23 მლნ. ლარით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს – 20 მლნ. ლარით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 40 მლნ. ლარით, თავდაცვის სამინისტროს- 10 მლნ. ლარით.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო