erimedia_ravk/wHxYIYkIg.jpeg

სამტრედიაში საფეხბურთო აკადემია აშენდება

ამბები
სამტრედიაში საფეხბურთო აკადემია აშენდება
ამბები

სამტრედიაში საფეხბურთო აკადემია აშენდება

erimedia_ravk/wHxYIYkIg.jpeg
5 სექ

საფეხბურთო კლუბი „სამტრედია" მშობლიურ ქალაქში საფეხბურთო აკადემიას ააშენებს, განაცხადა კლუბის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა "პირველ არხთან" ინტერვიუში.

„სამტრედიაში მალე ახალ პროექტს, საფეხბურთო აკადემიის მშენებლობას დავიწყებთ. აკადემიას ექნება ოთხი მოედანი, ადმინისტრაციული, საცხოვრებელი და სასწავლო კომპლექსი. დიდი გეგმები გვაქვს, რადგანაც გვსურს, რომ კლუბი განვითარდეს", - განაცხადა ხუციშვილმა.

მისი თქმით, პროექტის მიზანია, რომ 10 წელში „სამტრედია" 90%-ით აკადემიის ფეხბურთელებით დაკომპლექტდეს.

ბოლო წლებში ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებში ბევრი „სამტრედიელი" თამაშობდა, რომელთა შორისაა თბილისის ამჟამინდელი მერი კახა კალაძე, საბა კვირკველია, ჯიმი ტაბიძე, ბექა მიქელთაძე, ლევან შენგელია, ნიკა ნინუა, გიორგი კვერნაძე, რომელიც ახლახანს იტალიურ კლუბ „ფროზინონეში" გადავიდა.

„პარადოქსია, რომ ბოლო წლებში სამტრედიაში თანამედროვე საფეხბურთო სკოლა არ იყო და ამის გამო ტალანტები სხვადასხვა ქალაქში დაიფანტნენ. როცა ნორმალური პირობები გვექნება, შესანიშნავი თაობა წამოვა", – განაცხადა ხუციშვილმა.

გარდა ამისა, სამტრედიაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალ საფეხბურთო ცენტრს ააშენებს. როგორც ადრე ფედერაციამ განაცხადა, ახალი საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტის წყალობით ქალაქს ექნება ორი სტანდარტული მოედანი ტრიბუნითა და გასახდელებით, ასევე დამონტაჟდება განათების სისტემა.

ახალი საფეხბურთო ცენტრი ხის გადამამუშავებელი კომბინატის ტერიტორიაზე მოეწყობა. ამით საფეხბურთო კლუბს ნორმალურ მოედნებზე ვარჯიშის შესაძლებლობა მიეცემა, ხოლო საფეხბურთო სკოლას სათანადო ინფრასტრუქტურა ექნება.

დღეისთვის „სამტრედია" საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში 16 ქულით ბოლო, მეცხრე ადგილზეა და ეროვნული ლიგიდან გავარდნის პერსპექტივა აქვს. საქართველოს ჩემპიონატი 9 დეკემბერს დასრულდება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო