სამხრეთის ოპერატიული სარდლობა - უკრაინელებმა ოკუპანტების გემი ჩაძირეს
20 სექტემბერი, 2022

მდინარე დნეპრში უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა ოკუპანტების კუთვნილი ბარჟა ჩაძირეს, რომელზედაც ოკუპანტების ტექნიკა იყო განთავსებული და სამხედროები იმყოფებოდნენ, - ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ ავრცელებს.
„დნეპერზე ალტერნატიული გადასასვლელის მოწყობის მცდელობა ნოვაია კახოვკასა და კაზაცკის მიდამოებში, წარუმატებელი აღმოჩნდა. ჩვენებმა იარაღით, აღჭურვილობითა და პერსონალით დატვირთული ბარჟა ჩაძირეს“, - აცხადებენ ოპერატიულ სარდლობაში.
მათივე ცნობით, გარდა ამისა, გასული დღის განმავლობაში დნეპროპეტროვსკის ოლქის კრივოი როგის რაიონში, მოწინააღმდეგე კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმებს განაგრძობდა, თუმცა თავდასხმების შედეგად არავინ დაშავებულა.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო