სან ფრანცისკოში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების მკვეთრი მატების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
29 ივლისი, 2022
სან ფრანცისკოში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების მკვეთრი მატების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
სან ფრანცისკოს მერის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ადგილობრივ ხელისუფლებას მობილიზაციის მეტ საშუალებას მისცემს, რათა ვირუსის შემთხვევების მატება თავიდან იყოს აცილებული.
ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის ქალაქში მაიმუნის ყვავილის 260 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ქალაქის ჯანდაცვის საზოგადოებრივი დეპარტამენტის ინფორმაციით, სან ფრანცისკომ მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინის 4 200 დოზა მიიღო და ის უახლოეს დღეებში კლინიკებს გადაეცემათ.
ავტორი - თამთა რუხაძე
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო