საპარლამენტო დელეგაციამ სამხრეთ აფრიკის პარლამენტში შეხვედრები გამართა

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
საპარლამენტო დელეგაციამ სამხრეთ აფრიკის პარლამენტში შეხვედრები გამართა
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

საპარლამენტო დელეგაციამ სამხრეთ აფრიკის პარლამენტში შეხვედრები გამართა

12 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/QxYabFmVR.webp

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით შეხვედრები გამართა სამხრეთ აფრიკის პარლამენტის ზედა პალატის სპიკერთან ნა მასონდოსთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და პარლამენტში მმართველი ფრაქციის ხელმძღვანელობასთან. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერებაზე, ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მათ შორის ისეთ მიმართულებებზე, როგორიც არის ვაჭრობა, ტურიზმი, რეფორმები, სოფლის მეურნეობა, სპორტი და განათლება. საგარეო კომიტეტთან შეხვედრაზე ნიკოლოზ სამხარაძემ სამხრეთ აფრიკელ კოლეგებს გააცნო საქართველოს ძირითადი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და ისაუბრა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიან გზებზე, არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობასა და შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. „სამხრეთ აფრიკულმა მხარემ კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შეხვდა სამხრეთ აფრიკის პარლამენტის პროვინციების ეროვნული საბჭოს სპიკერს ნა მასონდოს და მმართველი ფრაქციის ხელმძღვანელობას, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებაზე, მათ შორის საპარლამენტო კონტროლის მიმართულებით. სამხრეთ აფრიკელი კანონმდებლები დაინტერესდნენ საქართველოს პარლამენტის მიერ საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერების მიზნით გადადგმული ნაბიჯებით და ზოგადად, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებით, რაზეც მათ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის სხვა წევრებმა. სამხრეთ აფრიკელმა კანონმდებლებმა საქართველოში სტუმრობის სურვილი გამოთქვეს, რათა ადგილზე გაეცნონ ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს კორუფციასთან ბრძოლის, სიღარიბის შემცირების, საზღვრის მართვის და სახელმწიფო სერვისების განვითარების სფეროებში“,- ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „ამ ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია, რადგან ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სტუმრობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას, რომელიც კონტინენტზე წამყვანი სახელმწიფოა. გვქონდა საინტერესო შეხვედრები სამხრეთ აფრიკელ კანონმდებლებთან, სადაც განვიხილეთ ჩვენი კავშირების გაძლიერების სხვადასხვა გზები. გამოიკვეთა ბევრი მიმართულება, სადაც შესაძლებელია თანამშრომლობის გაძლიერება და ურთიერთსასარგებლო შედეგების მიღება. სამხრეთ აფრიკული მხარე განსაკუთრებით დაინტერესებულია საქართველოში განხორციელებული რეფორმებით და მომავალში ვგეგმავთ, რომ ვუმასპინძლოთ მათ თბილისში და გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება. ასევე მივიღეთ დადასტურება იმისა რომ სამხრეთ აფრიკა ერთგული იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის,“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით იმყოფება სამხრეთ აფრიკის საპარლამენტო დედაქალაქ კეიპტაუნში. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით კაჭარავა, პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბექა დვალი.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო