საპარლამენტო დელეგაციამ საფრანგეთსა და ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტი დაასრულა

ამბები/ წყარო: imedinews.ge
საპარლამენტო დელეგაციამ საფრანგეთსა და ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტი დაასრულა
ამბებიწყარო: imedinews.ge

საპარლამენტო დელეგაციამ საფრანგეთსა და ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტი დაასრულა

29 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/2b5Ln8Z4R.jpeg

საპარლამენტო დელეგაციამ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ხატია წილოსანის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გოგი მეშველიანის შემადგენლობით, საფრანგეთსა და ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტი დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის მიზანს, რომელიც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარეობს, სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების წარმოქმნის პრევენციის და სურსათის შეწირულობის სფეროში ბელგიისა და საფრანგეთის გამოცდილების გაცნობა და შემდგომ ამ პრაქტიკის ქართულ კანონმდებლობაში ასახვა წარმოადგენდა.

აღნიშნულ საკითხებზე მუშაობა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლიდან აქტიურად დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ბელგიაში, ქალაქ თურნეში არსებულ სურსათის ბანკში იმყოფებოდნენ, რათა შემდგომ, ფრანგულ და ბელგიურ მოდელს შორის არსებული განსხვავებების ანალიზის შედეგად მოხდეს ქართულ რეალობაში მათგან საუკეთესოს ადაპტირება როგორც საკანონმდებლო მოწესრიგების, ისე საგადასახადო რეჟიმის მხრივ.

შეხვედრა შედგა ევროკომისიის გენერალური დირექტორატთან სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში. შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს მისწრაფება გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და გადადგას ამისათვის საჭირო ყველა ნაბიჯი. ამასთან, დეტალურად იქნა განხილული საქართველოს პარლამენტის პროგრესი სურსათის ნარჩენებისა და დანაკარგების შემცირებისა და შეწირულობის კანონმდებლობის მომზადების მიმართულებით და ამ გზაზე ევროკავშირის მხარდაჭერის აუცილებლობა.

დელეგაციის წევრებმა მოინახულეს ბრიუსელის სურსათის ბანკი და მოისმინეს მისი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია. შეხვედრა შედგა ევროპის სურსათის ბანკების ასოციაციასა და ევროკომისიის გენერალურ დირექტორატთან ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის დარგში.

დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის წევრების გარდა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თენგიზ კალანდაძე, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ვასილ ბასილაძე, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, მარინე ხურციძე; სსიპ შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ლაშა კობერიძე; თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, გიორგი ვახტანგაშვილი შედიოდნენ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო