erimedia_ravk/fw02jWTIR.jpeg

საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მიიღეს

ამბები
საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მიიღეს
ამბები

საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მიიღეს

erimedia_ravk/fw02jWTIR.jpeg
19 თებ

საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მიიღეს. გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია მედიას საპარლამენტო უმრავლესობის ახალმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააცნო.

ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრად, ხოლო ირაკლი ჩიქოვანის თავდაცვის მინისტრად გადასვლის შემდეგ, პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა და ვიცე-სპიკერის თანამდებობები გათავისუფლდა. უმრავლესობის ლიდერად მამუკა მდინარაძე აირჩიეს, ხოლო ვიცე-სპიკერად პარლამენტს ნინო წილოსანის კანდიდატურა წარედგინება. აღნიშნული საკადრო გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, ცვლილებები ასევე შეეხო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პირველი მოადგილის, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისა და პირველი მოადგილის თანამდებობებს.

ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ რატი იონათამიშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო აგრარულ საკითხთა კომიტეტს - გელა სამხარაული. მათი პირველი მოადგილეები კი, შესაბამისად, გიორგი ცაგარეიშვილი და ირაკლი-დაჩი ბერაია იქნებიან.

„საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე, რომელიც, ტრადიციულად, იმართება ხოლმე ყოველი სასესიო კვირის ორშაბათ დღეს, რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მივიღეთ. როგორც უკვე გქონდათ ინფორმაცია, პირველი იყო უმრავლესობის ლიდერის არჩევა და აქ მე დამიჭირეს მხარი. ეს ინფორმაცია წინასწარაც იყო ცნობილი. ასევე, ჩვენ რამდენიმე გადაწყვეტილება მივიღეთ. მათ შორის, უმრავლესობა ვაკანტურ პოზიციაზე, ვიცე-სპიკერის ადგილზეა საუბარი, რომელიც გათავისუფლდა ირაკლი ჩიქოვანის თავდაცვის მინისტრად გადასვლის შემდეგ, პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს ნინო წილოსანს. ასევე, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ ერთხმად დაუჭირა მხარი ფრაქციის თავმჯდომარედ რატი იონათამიშვილს. ანუ როდესაც მე უმრავლესობის ლიდერად ამირჩიეს, ამის შემდეგ მოხდა ეს კენჭისყრა. ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩეულ იქნა გიორგი ცაგარეიშვილი. მას შემდეგ, რაც ნინო წილოსანი არჩეული იქნება პარლამენტის მიერ ვიცე-სპიკერად, თავისუფლდება მისი ადგილი, ანუ აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის ადგილი და აქ წარვადგენთ მის პირველ მოადგილეს, გელა სამხარაულს, ხოლო აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიციაზე ირაკლი-დაჩი ბერაიას. ეს საკადრო გადაწყვეტილებები იქნა დღეს მიღებული. ზოგი მათგანი უკვე შევიდა ძალაში, რაც შეეძლო უმრავლესობას და ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ გადაეწყვიტა, ხოლო პარლამენტის მიერ გადასაწყვეტ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ შესაბამის თანამდებობებზე წარვადგენთ ჩვენს კოლეგებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
მედიის ცნობით, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, სად გაივლის სახელმწიფო საზღვარი
წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ისრაელისთვის 26,4 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის გამოყოფას
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას დაუჭირა მხარი
დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე ნიუ იორკში სასამართლო პროცესი დაიწყო
ისრაელის მედია - ომის კაბინეტმა ირანის წინააღმდეგ მკაფიო და ძლიერი პასუხის გადაწყვეტილება მიიღო
Სარეკლამო
ისრაელის მედია - ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა
საფრანგეთის ხელისუფლებამ ირანიდან დიპლომატების ოჯახის წევრების ევაკუაციის განკარგულება გასცა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ისრაელი ღაზაში ჩაგვრისთვის საფასურს გადაიხდის
გიორგი აბდალაძე - ვტოვებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც სამშობლოს ემსახურება
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილებაზე ხელი არ მოუწერია
მეტის ჩვენება
Სარეკლამო