erimedia_ravk/AYELHHESg.jpeg

საპატრიარქო - ეს იყო უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული - შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთელმა მოსახლეობამ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა, დასტურად იმისა, რომ ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია

ამბები
საპატრიარქო - ეს იყო უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული - შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთელმა მოსახლეობამ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა, დასტურად იმისა, რომ ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია
ამბები

საპატრიარქო - ეს იყო უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული - შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთელმა მოსახლეობამ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა, დასტურად იმისა, რომ ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია

erimedia_ravk/AYELHHESg.jpeg
18 მაი

მთლიანობაში ეს იყო უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით... შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთელმა მოსახლეობამ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა, დასტურად იმისა, რომ ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი, - ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს მიერ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაში.

„17 მაისი, როგორც ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა და მოიცავს ერთკვირიან მსვლელობას რიზედან თბილისამდე.

წელსაც, 11 მაისს, სამღვდელოებამ (გასული წლების მსგავსად) წმ. ანდრია მოციქულის მიერ განვლილი გზის მსგავსად, აწყურის ღვთისმშობლის ხატით გადმოკვეთა საქართველო-თურქეთის საზღვარი და დაიწყო ლოცვითი მსვლელობა.

17 მაისს აწყურის ღვთისმშობლის ხატი შემობრძანდა დედაქალაქში. ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძარში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ ურიცხვ ხალხს საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მიმართა სიტყვით, შემდეგ კი მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად გადაიხადა პარაკლისი. პარაკლისი გადახდილ იქნა წმ. სამების საკათედრო ტაძარშიც, სადაც დასრულდა ხატით მოგზაურობა.

ქაშვეთისა და სამების ტაძარში აღვლენილ პარაკლისებს დაესწრნენ და მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა შალვა პაპუაშვილმა, ქალაქ თბილისის მერმა, ბატონმა კახა კალაძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

მისი უწმინდესობის კურთხევით, ოჯახის დღე დიდი ზეიმით აღინიშნა საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც: მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ფოთში, თელავში, სენაკში, სამტრედიაში, ზუგდიდში, ახალციხეში, მარტვილში, ოზურგეთში, ონში, ცაგერში, დუშეთში, ზესტაფონში და სხვ.

მთლიანობაში ეს იყო უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით... შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთელმა მოსახლეობამ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა, დასტურად იმისა, რომ ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო