საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ერთიანი ევროგადახდის სივრცეში საქართველოს გასაწევრიანებლად მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ერთიანი ევროგადახდის სივრცეში საქართველოს გასაწევრიანებლად მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
ამბებიწყარო: 1tv.ge

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ერთიანი ევროგადახდის სივრცეში საქართველოს გასაწევრიანებლად მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

9 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/IAgkp-M4R.jpeg

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ერთიანი ევროგადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გასაწევრიანებლად მომზადებული საკანონმდებლო პაკეტები, მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა და მხარი დაუჭირა.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით და ეროვნული ბანკის ჩართულობით მომზადებული სამი საკანონმდებლო პაკეტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებს და მათგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებებს მოიცავს.

საკითხები, რომლებიც „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებს და მათთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტებს მოიცავს, კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ წარადგინა.

პაპუნა ლეჟავას ინფორმაციით, პირველი მოსმენით განხილვის შედეგად კანონპროექტებში ცვლილებები არ განხორციელებულა.

მისივე თქმით, შენიშვნა გამოითქვა „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თაობაზე, კერძოდ, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის მოსაკრებლის ოდენობის შემცირების შესახებ.

როგორც პაპუნა ლეჟავამ აღნიშნა, შენიშვნა გათვალისწინებულია და რეგისტრაციის მოსაკრებელი პროექტით წარმოდგენილი 10 ათასი ლარის ნაცვლად, 5 ათასი ლარი იქნება.

კანონპროექტი „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი და საგადახდო მომსახურების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებში საბანკო ასოციაციის და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი შენიშვნების ძირითადი ნაწილი გათვალისწინებულია, გამომდინარე კანონპროექტები კი უცვლელი სახითაა წარმოდგენილი.

საკანონმდებლო პაკეტებს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო