erimedia_ravk/fJ8eZicIR.jpeg

საფრანგეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარადგინა

ამბები
საფრანგეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარადგინა
ამბები

საფრანგეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარადგინა

erimedia_ravk/fJ8eZicIR.jpeg
12 იან

საფრანგეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა მინისტრთა ახალი კაბინეტი წარადგინა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ცვლილებები შეეხო რამდენიმე მინისტრს.

საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა კატრინ კოლონამ და პორტფელი ყოფილმა ევროპარლამენტარმა, სტეფან სეჟორნემ ჩაიბარა. სეჟორნე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიის ხელმძღვანელი და ევროპის პარლამენტის ლიბერალური, პროევროპელი დეპუტატების ჯგუფის, „განაახლეთ ევროპის“ ლიდერია.

სტეფან სეჟორნე ასევე არის გაბრიელ ატალის ყოფილი პარტნიორი. ფრანგული მედია წერს, რომ მათ დაშორება საჯაროდ არასოდეს დაუდასტურებიათ. თუმცა, საჯარო ცხოვრების გამჭვირვალობის უმაღლესი ორგანოსთვის ოქტომბერში მიწოდებულ ინფორმაციაში ატალმა თქვა, რომ პარტნიორი არ ჰყავს. საჯარო ცხოვრების გამჭვირვალობის უმაღლესი ორგანო ადგენს მაღალი თანამდებობის პირების დეკლარაციებს ინტერესთა პოტენციური კონფლიქტის დასაფიქსირებლად.

საფრანგეთის ახალ კაბინეტში კულტურის მინისტრის თანამდებობა დაიკავა რაშიდა დათიმ, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მთავრობის იუსტიციის მინისტრი იყო. კეტრინ ვოტრინი დაინიშნა საფრანგეთის ჯანდაცვისა და შრომის მინისტრად, ამელი ოუდეა-კასტერა კი განათლების სამინისტროს უხელმძღვანელებს.

საფრანგეთის სისტემის მიხედვით, პრეზიდენტი ადგენს საერთო პოლიტიკას, ხოლო პრემიერ-მინისტრი პასუხისმგებელია კაბინეტის არჩევასა და მთავრობის ყოველდღიურ მართვაზე.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო