საფრანგეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთი ​ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საერთაშორისო ინსპექტორების შესვლაზე თანახმაა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
საფრანგეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთი ​ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საერთაშორისო ინსპექტორების შესვლაზე თანახმაა
ამბებიწყარო: 1tv.ge

საფრანგეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთი ​ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საერთაშორისო ინსპექტორების შესვლაზე თანახმაა

23 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/EuIw6HZ4R.jpeg

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთმა თანხმობა განაცხადა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საერთაშორისო ინსპექტორების შესვლასთან დაკავშირებით. მედიის ცნობით, საფრანგეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ, კატრინ კოლონასთან საუბარში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დაადასტურა, რომ რუსეთი მზადაა, ატომურ ელექტროსადგურზე საერთაშორისო ატომური სააგენტოს ექსპერტები დაუშვას.

რუსეთის მთავრობას დასტურის შესახებ ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

„ბიბისის“ ცნობით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი იმედოვნებს, რომ სააგენტოს ექსპერტები ადგილზე ჩასვლას უახლოეს რამდენიმე დღეში მოახერხებენ. ერთ-ერთი ვერსიით, მისიას გროსი თავად უხელმძღვანელებს.

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსეთი აკონტროლებს. ადგილზე ვითარება ბოლო რამდენიმე კვირაა განსაკუთრებით დაიძაბა, რადგან ხორციელდება ავიაიერიშები.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო