erimedia_ravk/_ctwW3F4g.jpeg

სარფში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და თანხა გამოავლინეს

ამბები
სარფში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და თანხა გამოავლინეს
ამბები

სარფში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და თანხა გამოავლინეს

erimedia_ravk/_ctwW3F4g.jpeg
9 დეკ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და თანხა გამოავლინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 900 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 72.093 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

საბაჟო კონტროლის ფარგლებში, ამავე საბაჟო გამშვებ პუნქტში, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის კუთვნილი ბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, ჯამში, 103.450 აშშ დოლარი გამოავლინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი მოქალაქე, სანქციის სახით, (თანხის 10%- ის ოდენობა) ჯამში - 27989 ლარით დაჯარიმდა

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო