erimedia_ravk/yr8PcRN4R.jpeg

სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა

ამბები
სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა
ამბები

სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა

erimedia_ravk/yr8PcRN4R.jpeg
21 ოქტ

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. საუბარია 2018 წლის აგვისტოს ნაწილში, კონკრეტულად კი სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის ნაწილში.

სასამართლოს გადაწყვეტილებაა ნიკოლოზ ბასილაშვილი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საუბარია სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით პირველი ნაწილით, საუბარია 2018 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - საუბარია 2019 წლის 1 აპრილის ეპიზოდი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით 2019 წლის 30 აპრილის ეპიზოდზე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილით "ბ" ქვე პუნქტით, საუბარია 2020 წლის 21 მაისის ეპიზოდზე.

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 მაისის განჩინებით ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

რაც შეეხება ნივთიერ მტკიცებულებას, ელექტრონული დისკები შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. განაჩენი შეგიძლიათ მხარეებმა გაასაჩივროთ," - აღნიშნა მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ.

ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. იმავე წლის 24 მაისს კი 100.000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
საფრანგეთის პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატთა ჯგუფი საგარეო ჩარევის შესახებ კანონპროექტის ტექსტზე შეთანხმდა
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - იტალია უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოყენებას არ დაუშვებს
გერმანია უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მათ მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენების უფლებას აძლევს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი საავადმყოფოდან გაწერეს
ვიქტორ ორბანი - ნატო ყოველ კვირას სულ უფრო უახლოვდება ომს
Სარეკლამო
„როიტერი“ - ჩინეთი შვეიცარიაში, ივნისში დაგეგმილ უკრაინის სამშვიდობო სამიტს არ შეუერთდება, რადგან მხარს უჭერს რუსეთის და უკრაინის თანასწორ მონაწილეობას
ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნო
თეთრი სახლის ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჯო ბაიდენი 8 ივნისს საფრანგეთში ჩავა
„პოლიტიკო“ - ჯო ბაიდენმა უკრაინას ფარულად მისცა უფლება, აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს, თუმცა მხოლოდ ხარკოვის მახლობლად
საფრანგეთში დეპუტატები უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონის ტექსტზე შეთანხმდნენ
მეტის ჩვენება
Სარეკლამო