erimedia_ravk/bIeAjy-Vg.jpeg

სასამართლოში 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე წინასასამართლო სხდომა იმართება

ამბები
სასამართლოში 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე წინასასამართლო სხდომა იმართება
ამბები

სასამართლოში 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე წინასასამართლო სხდომა იმართება

erimedia_ravk/bIeAjy-Vg.jpeg
16 მარ

20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ბრალდებული რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანი თეა ბეგიაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამის შესახებ ბრალდებულმა ბეგიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წინასასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მანამდე, პროკურატურამ და დაცვის მხარეებმა მტკიცებულებების დართვაზე დააყენეს შუამდგომლობები. დაუშვებლობა არცერთ მხარეს არ მოუთხოვია, თუმცა ორივე მხარემ მტკიცებულებები სადაოდ გახადა.

პროკურორ გიორგი ნადირაძის განცხადებით, გამოყოფილ საქმეზე სხვა ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის შესწავლა მიმდინარეობს.

გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა, ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი გამოძიებას აკრიტიკებს. ამბობს, რომ სხვა ექიმების პასუხისმგებლობის საკითხიც იკვეთება, თუმცა გამოძიება ჭიანურდება. მას პრეტენზიები აქვს ჯანდაცვის სამინისტროსთანაც.

ვახტანგ ჩარკვიანი კორონავირუსის დიაგნოზით რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა და 2021 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა. ექთან თეა ბეგიაშვილს გირაო – 5 000 ლარი აქვს შეფარდებული.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო