სასტუმრო „რედისონში“ აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
სასტუმრო „რედისონში“ აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

სასტუმრო „რედისონში“ აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს

16 ივლისი, 2022

erimedia_ravk/366ig4g4g.webp

სასტუმრო „რედისონში“ აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, კოლეგებს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი მასპინძლობს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი დიალოგის დაწყება რეგიონის მშვიდობასა და უსაფრთხოებას ეხება.

ამასთან, დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი კონკრეტული ხელშესახები შედეგების მომტანი იქნება.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში იმყოფებიან. დელეგაციებს აზერბაიჯანის მხრიდან საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჯეიჰუნ ბაირამოვი, ხოლო სომხეთის მხრიდან ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ხელმძღვანელობს. ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრები უკვე გამართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო