სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური დადგენილ ნორმებს აღემატება, 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს

ამბები/ წყარო: 1tv.ge
სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური დადგენილ ნორმებს აღემატება, 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს
ამბებიწყარო: 1tv.ge

სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური დადგენილ ნორმებს აღემატება, 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს

3 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/XGTNHMGVR.jpeg

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომლის გათვალისწინებით, ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური დადგენილ ნორმებს აღემატება, 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

ცვლილებების მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების მიერ გამოწვეული ხმაურის ტექნიკური მახასიათებლები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება, სატრანსპორტო საშუალების მიერ გამოწვეული ხმაურის დონის შემოწმების წესი კი – შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, პროექტით, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან ხმოვანი სიგნალის, ასევე სპეციალური ხმამაღლა მოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისთვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება გამოიწვევს დაჯარიმებას – 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო ამ ქმედების განმეორებით ჩადენისთვის დაწესდება – 2 500 ლარის ოდენობით ჯარიმა. აღნიშნული ცვლილებების ინიციატორია შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროექტის ინიცირება 5 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო