erimedia_ravk/bLvaCozSR.jpeg

საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება

ამბები
საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება
ამბები

საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება

erimedia_ravk/bLvaCozSR.jpeg
3 სექ

11 სექტემბრიდან საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება.

"განხორციელებული საარჩევნო რეფორმის ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების სასერტიფიკაციო გამოცდები წელს პირველად ტარდება. რეფორმის თანახმად სერტიფიკატის ფლობა სავალდებულოა საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების ასარჩევად (საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა), აღნიშნული კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს საუბნო საარჩევნო კომისიების კიდევ უფრო კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებას.

სასერტიფიკაციო გამოცდების განხორციელების მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციამ კომპლექსური სამუშაოები ჩაატარა. მათ შორის, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში უზრუნველყოფილი იქნა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რათა მსურველებს შესაძლებლობა ჰქონოდათ მათთვის სასურველ ლოკაციაზე ჩაებარებინათ გამოცდა. შემუშავდა სერტიფიცირების საგამოცდო ტესტები, რომლებიც გამოცდამდე რამდენიმე თვით ადრე, ჯერ კიდევ 25 მაისიდან იყო საჯარო და მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ მას როგორც ცესკოს, ისე სწავლების ცენტრის ვებგვერდებზე.

გამოცდები ორ ეტაპად სექტემბერსა და ოქტომბერში გაიმართება. შესაბამისად, მათ, ვისაც გამოცდის ჩაბარება სექტემბერში სურთ, რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2-დან 8 სექტემბრის ჩათვლით დისტანციურად ვებგვერდზე registration.cec.gov.ge, ან ამავე პერიოდში მიმართონ საგამოცდო ცენტრებს შემდეგ მუნიციპალიტეტებში: მცხეთა, ბორჯომი, ახალციხე, საჩხერე, ზესტაფონი, ბაღდათი, ტყიბული, ქუთაისი, წყალტუბო, ოზურგეთი, ზუგდიდი, სენაკი, ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, შუახევი.

ოქტომბერში გასამართ გამოცდაში მონაწილეობის მსურველებმა კი რეგისტრაცია უნდა გაიარონ 14-დან 20 ოქტომბრის ჩათვლით დისტანციურად ვებგვერდზე registration.cec.gov.ge, ან მიმართონ საგამოცდო ცენტრებს შემდეგ მუნიციპალიტეტებში: თბილისი, გორი, გურჯაანი, სიღნაღი, თელავი, რუსთავი, ბოლნისი, თეთრიწყარო. უშუალოდ გამოცდები კი 25 ოქტომბრიდან დაიწყება.

სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით და მისი ხანგრძლივობა 1 საათია. გამოსაცდელისთვის ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩევა 24 საგამოცდო ტესტი, ყოველ საგამოცდო ტესტზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 15 ქულა. სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის ვადით.

გამოცდების მიმდინარეობის პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა აქვთ ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც შესაბამის ვადებში გაივლიან აკრედიტაციას აღნიშნული საქმიანობისთვის.

გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების სერტიფიცირების გარდა საარჩევნო ადმინისტრაცია უახლოეს მომავალში ასევე განახორციელებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სერტიფიცირებას", - ნათქვამია საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო