საუდის არაბეთის პრინცის შუამავლობით, რუსეთმა 10 უცხოელი სამხედრო ტყვე, მათ შორის სიკვდილმისჯილი მებრძოლები გაათავისუფლა

ამბები/ წყარო: imedinews.ge
საუდის არაბეთის პრინცის შუამავლობით, რუსეთმა 10 უცხოელი სამხედრო ტყვე, მათ შორის სიკვდილმისჯილი მებრძოლები გაათავისუფლა
ამბებიწყარო: imedinews.ge

საუდის არაბეთის პრინცის შუამავლობით, რუსეთმა 10 უცხოელი სამხედრო ტყვე, მათ შორის სიკვდილმისჯილი მებრძოლები გაათავისუფლა

22 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/-d-RuBnVg.jpeg

საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცის, მუჰამედ ბენ სალმანის შუამავლობით, რუსეთმა უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილი 10 უცხოელი, მათ შორის სიკვდილმისჯილი მებრძოლები გაათავისუფლა. ამის შესახებ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით სააგენტო Reuters-ი წერს.

უწყების ცნობით, საუბარია აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, ხორვატიისა და მაროკოს მოქალაქეებზე, რომლებიც ამჟამად უკვე საუდის არაბეთში იმყოფებიან. გათავისუფლებულთა შორის არიან ბრიტანელები შონ პინერი და ეიდენ ასლინი, ასევე მაროკოელი საადუნ ბრაგიმი, რომლებსაც ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“ სიკვდილით დასჯა ჰქონდათ მისჯილი.

Al Arabiya-ს ინფორმაციით, მუჰამედ ბენ სალმანი უშუალოდ მონაწილეობდა მოლაპარაკებებში კიევთან და მოსკოვთან. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა დაადასტურა, რომ რუსეთის ტყვეობიდან 5 ბრიტანელი გათავისუფლდა, და მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის საუდის არაბეთს და ვოლოდიმირ ზელენსკის.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო