სახალხო დამცველის არჩევის ახალ წესთან დაკავშირებით რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს ოპოზიციის ნაწილმა მხარი დაუჭირა
7 სექტემბერი, 2022

სახალხო დამცველის არჩევის ახალ წესთან დაკავშირებით რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს ოპოზიციის ნაწილმა მხარი დაუჭირა.
კენჭისყრის შედეგების მიხედვით, კენჭისყრის პროცედურის დროს, პლენარულ სხდომას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ 19 წევრი ესწრებოდა, რომელთაგან 6-მა ინიცირებულ პროექტს ხმა მისცა.
რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს მხარი „ლელოს“ დეპუტატებმა და პარლამენტის ექვსმა უფრაქციო წევრმა დაუჭირეს.
88-ხმით ერთხმად - პარლამენტმა, პირველი მოსმენით, რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს დაუჭირა მხარი, რომლის საფუძველზეც სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენა და არჩევა ახალი წესითა და პროცედურით მოხდება.
პროექტი პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით განიხილეს. კენჭისყრამდე იყო დებატები.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო
