erimedia_ravk/beF64YTIg.jpeg

სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ ბელარუსში ჩატარებულ ფიქტიურ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებს გმობს

ამბები
სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ ბელარუსში ჩატარებულ ფიქტიურ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებს გმობს
ამბები

სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ ბელარუსში ჩატარებულ ფიქტიურ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებს გმობს

erimedia_ravk/beF64YTIg.jpeg
26 თებ

აშშ ბელარუსში ჩატარებულ „ფიქტიურ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებს გმობს“. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, არჩევნები ჩატარდა შიშის ატმოსფეროში, რომელშიც ვერცერთი საარჩევნო პროცესი ვერ ჩაითვლება დემოკრატიულად.

სახელმწიფო დეპარტმენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლუკაშენკოს რეჟიმს ამ დრომდე ჰყავს 1 400-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი, ყველა დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა ან დაკავებულია, ან ქვეყნიდან გაძევებულია.

„ყველა დამოუკიდებელ პოლიტიკურ პარტიას უარი უთხრეს რეგისტრაციაზე. საზღვარგარეთ მცხოვრებ ბელარუსებს ხმის მიცემა მხოლოდ მინსკში დაბრუნების შემთხვევაში შეეძლოთ, სადაც მათ სავარაუდოდ რეპრესიები ემუქრებოდათ“, – ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ამ ყველაფერმა ეფექტიანად გაყინა ნამდვილი პოლიტიკური აქტივობა ბელარუსში.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, ბელარუსის ხელისუფლებამ არ დაუშვა ეუთო არჩევნებზე დასაკვირვებლად, რამაც შეზღუდა გამჭვირვალობა, რაც აუცილებელია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის.

„შეერთებული შტატები აღიარებს სიძლიერეს, სიმტკიცეს, გამბედაობას ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული მოძრაობისა, რომლებიც ითხოვენ ხმას თავიანთი ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში. შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს ლუკაშენკოს რეჟიმს, შეწყვიტოს რესპრესიები, გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და დაიწყოს დიალოგი თავის პოლიტიკურ ოპონენტებთან. ბელარუსი ხალხი უკეთესს იმსახურებს“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მეთიუ მილერის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

ბელარუსში საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები 25 თებერვალს გაიმართა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 73,09 პროცენტი შეადგინა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო