სახელმწიფო დეპარტამენტი - ენტონი ბლინკენმა ილჰამ ალიევს სომხეთთან საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და ბრძოლის ველიდან სამხედრო ძალების გაყვანისკენ მოუწოდა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
სახელმწიფო დეპარტამენტი - ენტონი ბლინკენმა ილჰამ ალიევს სომხეთთან საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და ბრძოლის ველიდან სამხედრო ძალების გაყვანისკენ მოუწოდა
ამბებიწყარო: 1tv.ge

სახელმწიფო დეპარტამენტი - ენტონი ბლინკენმა ილჰამ ალიევს სომხეთთან საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და ბრძოლის ველიდან სამხედრო ძალების გაყვანისკენ მოუწოდა

19 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/nJjhuc7Vg.jpeg

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს სომხეთთან საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და ბრძოლის ველიდან სამხედრო ძალების გაყვანისკენ მოუწოდა. ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

„სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ესაუბრა. მდივანი ბლინკენი მიესალმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლოდროინდელი საომარი მოქმედებების შეჩერებას. მან მოუწოდა პრეზიდენტ ალიევს, დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, გაიყვანოს სამხედრო ძალები და იმუშაოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ყველა გადაუჭრელი საკითხის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადასაწყვეტად“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ავტორი - გივი ბარამიძე

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო