სახელმწიფო დეპარტამენტი: მნიშვნელოვანია ხაზის გასმა რუსეთის მთავრობის ქმედებებსა და რუსეთის ხალხს შორის - აშშ რუსეთის მოქალაქეებისთვის ყოვლისმომცველი სავიზო აკრძალვის დაწესებას მხარს არ უჭერს

ამბები/ წყარო: imedinews.ge
სახელმწიფო დეპარტამენტი: მნიშვნელოვანია ხაზის გასმა რუსეთის მთავრობის ქმედებებსა და რუსეთის ხალხს შორის - აშშ რუსეთის მოქალაქეებისთვის ყოვლისმომცველი სავიზო აკრძალვის დაწესებას მხარს არ უჭერს
ამბებიწყარო: imedinews.ge

სახელმწიფო დეპარტამენტი: მნიშვნელოვანია ხაზის გასმა რუსეთის მთავრობის ქმედებებსა და რუსეთის ხალხს შორის - აშშ რუსეთის მოქალაქეებისთვის ყოვლისმომცველი სავიზო აკრძალვის დაწესებას მხარს არ უჭერს

22 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/hNlET4ZVg.jpeg
ფოტო: GettyImages

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთის მოქალაქეებისთვის ყოვლისმომცველი სავიზო აკრძალვის დაწესებას მხარს არ უჭერს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„აშშ-ს არ სურს ჩაკეტოს თავშესაფრისა და უსაფრთხოების გზები რუსი დისიდენტებისთვის ან სხვებისთვის, ვინც დაუცველია ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით. ჩვენ ასევე მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ მნიშვნელოვანია ხაზის გასმა რუსეთის მთავრობის ქმედებებსა და უკრაინაში მისი პოლიტიკასა და რუსეთის ხალხს შორის“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-მა იმუშავა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა დაეწესებინა სანქციები, მათ შორის სავიზო შეზღუდვები კრემლის ოფიციალური პირებისა და მათი ხელშემწყობებისთვის.

„ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის შეჭრაში მონაწილე პირების გამოვლენას და ხელს შევუწყობთ პასუხისმგებლობის დაკისრებას“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო