სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, 461 ჰექტარზე, ახალი მრავალწლოვანი ბაღების გაშენება დაფინანსდა

ამბები/ წყარო: imedinews.ge
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, 461 ჰექტარზე, ახალი მრავალწლოვანი ბაღების გაშენება დაფინანსდა
ამბებიწყარო: imedinews.ge

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, 461 ჰექტარზე, ახალი მრავალწლოვანი ბაღების გაშენება დაფინანსდა

31 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/4EXeWrZ4g.jpeg
ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, 461 ჰექტარზე, ახალი მრავალწლოვანი ბაღების გაშენება დაფინანსდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ხანიშვილთან, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ მიხეილ შაყულაშვილთან და გორის მერ ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ მხარდაჭერით გაშენებული, ფერმერ ალექსანდრე გუგუტიშვილის ვაშლის ბაღი დაათვალიერა.

„ჩვენ ვახორციელებთ არაერთ მიზნობრივ პროგრამას, რითაც მეხილეობის განვითარებას ვუწყობთ ხელს; შენდება ახალი ინტენსიური ბაღები, რაც ნიშნავს, რომ გვექნება ხარისხიანი მოსავალი. ხარისხიანი მოსავლის რეალიზაცია კი, შესაბამისად, მაღალ ფასებში განხორციელდება”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ადგილობრივმა ფერმერმა, ალექსანდრე გუგუტიშვილმა, 2021 წელს, 0.5 ჰექტარზე ვაშლის ბაღის გაშენებისათვის თანადაფინანსება 5,519 ლარი მიიღო. ფერმერმა, 2020-2021 წლებში, შეღავათიანი აგროკრედიტის სახელმწიფო პროექტითაც ისარგებლა, რომლის ფარგლებში, ბაღის გაშენებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად, სესხის პროცენტის თანადაფინანსება 11%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ახალი მრავალწლოვანი ბაღების გაშენება დაფინანსებულია 461 ჰექტარზე, სახელმწიფო თანადაფინანსება 4,6 მლნ ლარს აღემატება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო