„სახელმწიფოსგან დახმარება მხოლოდ 4-5-მა ბაღმა მიიღო“ - როგორ ემზადებიან კერძო ბაღები პოსტპანდემიური ახალი სასწავლო წლისთვის

ამბები/ წყარო: www.bpn.ge
„სახელმწიფოსგან დახმარება მხოლოდ 4-5-მა ბაღმა მიიღო“ - როგორ ემზადებიან კერძო ბაღები პოსტპანდემიური ახალი სასწავლო წლისთვის
ამბებიწყარო: www.bpn.ge

„სახელმწიფოსგან დახმარება მხოლოდ 4-5-მა ბაღმა მიიღო“ - როგორ ემზადებიან კერძო ბაღები პოსტპანდემიური ახალი სასწავლო წლისთვის

21 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/nAAwKmWVg.jpeg

სექტემბერი ახლოვდება და სტარტს იღებს ახალი სასწავლო წელიც. ბაღები და სკოლები აღსაზრდელების მისაღებად ემზადებიან. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას კერძო ბაღების ასოციაცია „მნათი”-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გიგი სისვაძემ განაცხადა, ყველა ბაღი აღსაზრდელების მისაღებად უკვე მზადაა.

„კერძო ბაღები სრულყოფილად მზად არის ბენეფიციარების მისაღებად. ფუნქციონირება და მუშაობა ჩვეულ რეჟიმშია აღდგენილი. მართვის ახალი სტანდარტი დავნერგეთ და ძალიან ახალი და კარგი შედეგები გვაქვს ამ კუთხით - ბავშვის კვებას, რაციონს და სურსათის უვნებლობის სერთიფიკატების საკითხებში. სერთიფიკატის მოპოვება საკმაოდ რთული პროცესი იყო: ჩავატარეთ ტრენინგები, სპეციალისტები გადავამზადეთ, შენობა-ნაგებობების კონსტრუქციები რიგ შემთხვევებში შევცვალეთ, კონფიგურაციების გადაჯგუფება მოვახდინეთ და შესაბამისად, ამ კუთხით კერძო ბაღები სრულად არის მობილიზებული“, - განაცხადა ასოციაციის დირექტორმა.

მისი თქმით, თბილისის მასშტაბით დაახლოებით 100 კერძო ბაღია. როგორც „მნათის“ ხელმძღვანელმა განაცხადა, პანდემიის პერიოდში ბევრ ბაღს გაუჭირდა და იმ პერიოდში მათი რაოდენობა დაახლოებით 50-ს შეადგენდა, ამჟამად კი ეს რაოდენობა გაორმაგებულია.

რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით, კერძო ბაღების საერთო რაოდენობა დაახლოებით, 250-ს აღწევს. „აქედან არის 10-ბავშვიანი ჯგუფებიც, ანუ პანდემიის დროს სახლებში გაკეთებულ ბაღებზე ვამბობ, თუმცა მე სათვალავში ვგულისხმობ დიდ ბაღებს, რომლებიც ადმინისტრირებულად და ორგანიზებულად უდგებიან საკითხს და სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ყველა რეგულაციას ექვემდებარებიან“.

როგორც გიგი სისვაძემ განაცხადა, კერძო ბაღებში გადასახადებმა დაახლოებით 30-40%-ით მოიმატა, სეგმენტისა და სერვისის გათვალისწინებით.

„სახელმწიფო ორჯერ დაგვპირდა სუბსიდირებას, პანდემიის პროცესში მინისტრსაც შევხვდით, გვქონდა დაპირებები, თუმცა პაკეტმა, რომელიც შევიმუშავეთ, ფაქტობრივად, სექტორამდე ვერ მოაღწია, რადგან ისეთი რიცხვები ჩასვეს და ისეთი მბოჭავი პირობები ჩადეს, რომელიც შესაძლებლობას არ იძლეოდა, რომ ეს დახმარებები გამოყენებულიყო. შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოსგან დახმარება მხოლოდ 4-5-მა ბაღმა მიიღო, სხვამ - ვერ“, - განუცხადა „მნათის“ დირექტორმა „ბიზნესპრესნიუსს“.

მისი თქმით, ბაღებში კადრების პრობლემაც აქტუალურია და ასოციაცია ამ საკითხზე აქტიურად აპირებს მუშაობას. „სპეციალისტები ბაზარზე ძალიან ჭირს. ვაკეთებთ ერთიან ბაზას, სადაც პედაგოგები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის იქნებიან შერჩეულები, მომზადებულები და სერთიფიცირებულები.

სამომავლოდ, ასოციაციის ფარგლებში, საგურამოში ადმინისტრირებას ვუკეთებთ სპეციალურ შენობას. იქ ჩატარდება ტრენინგები, გადამზადდებიან პედაგოგები, ერთიანი ლოჯისტიკური ჰაბი გაკეთდება კერძო ბაღებისთვის, სადაც სერვისების მიწოდება მოხდება ელექტრონული შესყიდვების საფუძველზე"- აღნიშნა გიგი სისვაძემ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო