საზღვაო გადაზიდვებით სავაჭრო ბრუნვა იზრდება - ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტ პროდუქტს ვყიდით და ვყიდულობთ

ამბები/ წყარო: www.bpn.ge
საზღვაო გადაზიდვებით სავაჭრო ბრუნვა იზრდება - ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტ პროდუქტს ვყიდით და ვყიდულობთ
ამბებიწყარო: www.bpn.ge

საზღვაო გადაზიდვებით სავაჭრო ბრუნვა იზრდება - ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტ პროდუქტს ვყიდით და ვყიდულობთ

30 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/lLOAslZVR.jpeg

2022 წლის 7 თვეში საზღვაო გადაზიდვებით სავაჭრო ბრუნვა 820 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, წელს, 7 თვეში სატრანსპორტო საშუალებებს შორის, წყლის ტრანსპორტით სავაჭრო ბრუნვამ 3,731 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 2,911 მლრდ აშშ დოლარი. საერთო ჯამში, საზღვაო გადაზიდვებზე საქართველოს მთლიანი საგარეო ვაჭრობის 36,6% მოდის. 2022 წლის 7 თვეში საგარეო ვაჭრობის ბრუნვის მოცულობამ 10,188 მლრდ დოლარი შეადგინა.

ამასთან, წელს 7 თვეში საბორნე გადაზიდვებით ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 1,444 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, წინა წლის იგივე პერიოდში 1,081 მლრდ აშშ დოლარი.

რაც შეეხება იმპორტს, 2022 წლის იანვარ-ივლისში, საზღვაო გადაზიდვებით 2,287 მლრდ აშშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა, 2021 წლის 7 თვეში კი - 1,830 მლრდ აშშ დოლარის.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ ქვეყნების ჩამონათვალით, სადაც ყველაზე მეტი (თანხის მოცულობით) საბორნე გადაზიდვები შესრულდა.

ტოპ-10 ქვეყანა, სადაც 2022 წლის 7 თვეში საზღვაო ტრანსპორტით ყველაზე მეტი ტვირთი გავიდა:

  • ჩინეთი - 449,537 მლნ აშშ დოლარი
  • ბულგარეთი - 226,574 მლნ აშშ დოლარი
  • აშშ - 184,773 მლნ აშშ დოლარი
  • უკრაინა - 108,903 მლნ აშშ დოლარი
  • პერუ - 103,340 მლნ აშშ დოლარი
  • რუსეთი - 64,201 მლნ აშშ დოლარი
  • ესპანეთი - 24,301 მლნ აშშ დოლარი
  • ინდოეთი - 22,785 მლნ აშშ დოლარი
  • იტალია - 20,772 მლნ აშშ დოლარი
  • რუმინეთი - 19,359 მლნ აშშ დოლარი

ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც 2022 წლის 7 თვეში საზღვაო ტრანსპორტით ყველაზე მეტი ტვირთი შემოვიდა:

  • აშშ - 449,364 მლნ აშშ დოლარი
  • ჩინეთი - 360,018 მლნ აშშ დოლარი
  • რუმინეთი - 165,652 მლნ აშშ დოლარი
  • იაპონია - 137,573 მლნ აშშ დოლარი
  • ბულგარეთი - 104,391 მლნ აშშ დოლარი
  • ბრაზილია - 97,220 მლნ აშშ დოლარი
  • ჩილე - 92,251 მლნ აშშ დოლარი
  • რუსეთი - 85,002 მლნ აშშ დოლარი
  • უკრაინა - 67,814 მლნ აშშ დოლარი
  • ინდონეზია - 64,942 მლნ აშშ დოლარი
ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო